პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ ახალი კორონავირუსით ამერიკის შეერთეულ შტატებში 22 ადამიანი არის დაინფიცირებული. განცხადება ამერიკის 45-ე პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ თეთრ სახლში გააკეთა. პრეზიდენტმა გამოსვლის დროს აშშ-ში კორონა ვირუსით დაღუპული პირველი ადამიანის შესახებაც ისაუბრა და წუხილი გამოთქვა მისი გარდაცვალების გამო. დონალდ ტრამპმა გამოსვლის დროს მსფოლიოში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პანკისი საფუძველი არ არსებობს.
ასევე ნახეთ: კორონავირუსით აშშ-ში ერთი ადამიანი დაიღუპაპრეზიდენტი პრესკონფერენციაზე დემოკრატი საპრეზიდენტო კანდიდატების განცხადებებსაც გამოეხმაურა, სადაც ისინი, პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკას კორონავირუსთან დაკავშირებით აკრიტიკებდნენ.
ასევე ნახეთ: დემოკრატები კორონავირუსის შესახებ პრეზიდენტის გეგმას აკრიტიკებენამერიკის პრეზიდენტმა დემოკრატები ღიად დაადანაშაულა კორონავირუსის საფრთხის პოლიტიზებაში.
"მათ წარმოდგენაც არ აქვთ. მათ წარმოდგენაც არ აქვთ. მათ ვერ დათვალეს საკუთარი ხმები აიოვაში. ისინი შეეცადნენ ჩემს იმპიჩმენტს და დამარცხდნენ. ... ეს მათი ახალი მარცხია,"- განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა.