შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ ის შესაძლოა კორეის დემილიტარიზებულ ზონას ეწვიოს. ნოემბერში დონალდ ტრამპი აზიის 5 ქვეყანაში ჩასვლას გეგმავს.
ორშაბათს, ჟურნალისტებთან საუბარში, ტრამპმა განაცხადა, რომ არ გამორიცხავს დემილიტარიზებული ზონის მონახულებას. მან თავი აარიდა პირდაპირ პასუხს კითხვაზე: ხომ არ ჩათვლიდა ჩრდილოეთ კორეა ამ ნაბიჯს ამერიკის მორიგ პროვოკაციად.
“ზონაში ვიზიტით ყველა ამერიკელი პრეზიდენტი იმყოფებოდა და პრეზიდენტი ტრამპიც უნდა ჩავიდეს” - ამბობს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე ქრისტოფერ ჰილი. ის წარსულში სამხრეთ კორეაში ამერიკის ელჩადაც მსახურებდა, ახლა კი დენვერის უნივერსიტეტში საერთაშორისო სწავლებათა ფაკულტეტის დეკანია.