ქარიშხალი "დები" დასუსტდა

ქარიშხლების ეროვნულმა ცენტრმა გააუქმა მანამდე გამოცხადებული განგაში
ტროპიკული ქარიშხალი "დები" დასუსტდა, მას შემდეგ რაც ის ფლორიდის სანაპიროებს მიუახლოვდა. ქარიშხლების ეროვნულმა ცენტრმა გააუქმა მანამდე გამოცხადებული განგაში, თუმცა მეტეოროლოგები არ გამორიცხავენ ძლიერ წვიმებს, წყალდიდობასა და ტორნადოსაც კი. ამ დროისათვის, 25 სანტიმეტრამდე ნალექი აღინიშნა ფლორიდისა და ჯორჯიის შტატის საზღვარზე. ზოგიერთ ქალაში კი ნალექიანობამ 60 სანტიმეტრს მიაღწია.