ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტროპიკული ქარიშხალი მექსიკის ყურეს უახლოვდება


"დებიმ" ამერიკის ნავთობისა და ბუნებრივი აირის 8 პროცენტის წარმოების დროებითი შეჩერება გამოიწვია

ტროპიკული შტორმი "დები" მექსიკის ყურისკენ მიემართება. "დები" ატლანტის ოკეანეზე 2012 წლის ქარიშხლების სეზონის მეოთხე ტროპიკული შტორმია.
ამერიკის ქარიშხლების ეროვნული ცენტრის ცნობით, დღეს ქარიშხლის სიძლიერემ მაქსიმუმს მიაღწია და ქარის სიჩქარე საათში 85 კილომეტრს აღემატებოდა.

მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში შტორმი ამერიკის სამხრეთ დასავლეთ ნაწილს მიუახლოვდება და სავარაუდოდ, მექსიკის ყურეში ძლიერ წვიმებსა და წყალდიდობებს გამოიწვევს.
მექსიკის ყურეში განლაგებული ნავთობის ჭაბურღილების ოფიციალური პირების განცხადებით, დღემდე ცხრა წყალქვეშა ჭაბურღილის თანამშრომლების ევაკუაცია გაკეთდა.

დებიმ ამერიკის ნავთობისა და ბუნებრივი აირის 8 პროცენტის წარმოების დროებითი შეჩერება გამოიწვია.
XS
SM
MD
LG