დღეს, 11 აგვისტოს, შეერთებულმა შტატებმა განცხადება რუსეთზე დაწესებული სანქციების მორიგ რაუნდზე გააკეთა. ხაზინის დეპარტამენტი სანქციებს უწესებს რუსეთის ფინანსური და ბიზნესის ელიტის წარმომადგენლებს.
ახალი სანქციებიც უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ სრულმასშტაბიან ომს უკავშირდება, რომელიც 17 თვეზე მეტია გრძელდება.
ასევე ნახეთ: ლონდონმა რუსეთის არმიის მომმარაგებლებს სანქციები დაუწესასანქციებში მოყვნენ პიოტრ ავენი, მიხაილ ფრიდმანი, გერმან ხანი და ალექსეი კუზმიჩევი. ოთხივე "ალფა ჯგუფის" საზედამხედველო საბჭოშია - რუსეთის უდიდეს ფინანსურ და საინვესტიციო კონგლომერატში. ისინი აქამდე სანქცირებულნი იყვნენ ავსტრალიის, კანადის, ევროპის კავშირის, ახალი ზელანდიის და ბრიტანეთის მთვრობების მიერ.
“რუსეთის შეძლებული ელიტის წარმომადგენლებმა უნდა გაითავისონ, რომ ვერ შეძლებენ საქმის ძველებურად წარმართვას, ვიდრე კრემლი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ომს აწარმოებს" - განაცხადა ხაზინის მდივნის მოადგილემ ვალი ადეიმომ. მისი თქმით, "საერთაშორისო კოალიცია გააგრძელებს მათი ანგარიშვალდებულების დაყენებას, ვინც ხელს უწყობს უკრაინაზე გაუმართლებელ და არაპროვოცირებულ თავდასხმას".