სამშაბათს შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა სერბეთის უსაფრთხოებისა და საინფორმაციო სააგენტოს (BIA) პრორუს ხელმძღვანელს ალექსანდრ ვულინს და მოსკოვის "მავნე" ქმედებების" დასახმარებლად საკუთარი პოზიციის გამოყენებაში დაადანაშაულა. ვაშინგტონმა მას ასევე ბრალი დასდო იარაღით ვაჭრობასა და ნარკო-ტრაფიკინგში მონაწილეობაში.
შედეგად, შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გაყინავს ვულინის ქონებასა და სხვა სახის ინტერესებს შეერთებულ შტატებში. დეპარტამენტის თქმით, პირები რომლებიც ახორციელებენ ტრანზაქციებს აღნიშნულ პირთან, შესაძლოა თავადაც დაექვემდებარონ სანქციებს.
ხაზინის დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ვულინი, პრეზიდენტის ალექსანდრ ვუჩიჩის ახლო მოკავშირეა, მონაწილეობს "არალეგალურ ნარკო-საქმიანობაში“, იყენებს თანამდებობას ბოროტად და ხელს უწყობს "რუსეთის მავნე გავლენას“.
„მან თავისი სამთავრობო პოზიციები რუსეთის დასახმარებლად გამოიყენა, ხელი შეუწყო რუსეთის მავნე ქმედებებს, რომლებიც დასავლეთ ბალკანეთის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ძირს უთხრის და მისცა რუსეთს პლატფორმა რეგიონში გავლენის გასაძლიერებლად“, - ნათქვამია განცხადებაში.
ვულინი, რომელიც ასევე მმართველ კოალიციაში შემავალი „სოციალისტების“ ლიდერია, პირველი სერბი მაღალჩინოსანია, რომელსაც ამერიკამ სანქციები დაუწესა მას შემდეგ, რაც ვუჩიჩმა სერბეთში 2017 წელს, პრეზიდენტის პოსტი დაიაკვა.
სერბეთის მთავრობას ამ თემაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. განცხადებაში, ვულინის პარტიამ ამერიკა „ტყუილში, სიმართლის გაუპატიურებასა და დამახინჯებაში" დაადანაშაულა.
„მკვლელებს თეთრ სახლში - დიახ ვულინის ბრალია, რომ ის მხარს უჭერს საერთაშორისო სამართალს და უარს ამბობს დასავლეთის მიერ წარმოებულ კონფლიქტში აღმოსავლეთ (ევროპის) ჩათრევაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.