ორგანიზაცია „საერთაშორისო ამნისტია“ ადამიანის წამების ფაქტებთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს
გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში შემავალმა ქვეყნებმა 1984 წელს ხელი მოაწერეს კონვენციას წამების წინააღმდეგ, რომელიც ძალაში 3 წლის შემდეგ შევიდა. ორგანიზაცია „საერთაშორისო ამნისტია“ ადამიანის წამების ფაქტებთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს. საერთაშორისო ორგანიზაციაში აღებული ვალდებულებების მიუხედავად, მთელ რიგ ქვეყნებში წამების ფაქტების რაოდენობა იზრდება.
ჯასტინ იომაჰს მშობლიურ ქალაქ პორტ ჰარკორტში, რომელიც ნიგერიაში მდებარეობს, „მისტერ ადამიანის უფლებებს“ ეძახიან. რეგიონში, სადაც სიღარიბე და დამნაშავეობა უდიდეს პრობლემას წარმოადგენს, ჯასტინი იმ ადამიანთა დახმარებას ცდილობს, რომლებიც საპატიმროში ხვდებიან. როგორც ნიგერიელი უფლებადამცველი ყვება, შედარებით ახალგაზრდა და ღარიბ მოსახლეობას პოლიცია სასტიკად ეპყრობა და ისინი მათ ხშირად აწამებენ. ჯასტინი ერთ-ერთ პატიმარზე ყვება, რომელიც ადამიანის გატაცებისთვის დაიჭირეს.
„მას ჯერ ხელები შეუკრეს. შემდეგ ბორკილები ფეხებზეც დაადეს. მერე შეკრული ხელები და ფეხები ერთმანეთთან მიაწევინეს და ერთად შეკრეს. დიდ რკინის მილზე ჩამოკიდეს ასე შუაზე გაკეცილი და შემდეგ გაროზგვის დროს ზურგზე მაჩეტეს, ლერწმის საჭრელი დანის საშუალებით სცემდნენ“ - ამბობს ჯასტინი.
ნიგერიის ოფიციალური პირები ამ ფაქტებს უარყოფენ. ჯასტინი კი ამბობს, რომ მსგავსი წამება მას თვითონაც არაერთხელ გამოუცდია და ეს ფაქტები არამარტო ფიზიკურ, არამედ ღრმა ფსიქოლოგიურ ჭრილობას ტოვებს. მისი თქმით, მხოლოდ მოგონებაც კი საკმარისია, რომ ტკივილს ზუსტად ისევე გრძნობ, როგორც უშუალოდ წამების მომენტში.
30 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მსოფლიოს 155-მა ქვეყანამ ხელი მოაწერა კონვენციას წამების წინააღმდეგ. თუმცა, ბევრ მათგანში ხელისუფლება არათუ უგულვებელყოფს საერთაშორისო ორგანიზაციისადმი მიცემულ პირობას, არამედ იქ ადამიანთა წამების ფაქტების რაოდენობა საგანგაშოდ იზრდება, აცხადებს ორგანიზაცია „საერთაშორისო ამნისტიის“ ერთ-ერთი დირექტორი მაიკლ ბოშენეკი.
„ხშირ შემთხვევაში საუბარია ამა თუ იმ ქვეყანაში წამების მეთოდის სისტემატიზაციაზე. რეალურად ძალიან დიდი განსხვავებაა დოკუმენტზე ხელმოწერილ ვალდებულებებს და ცხოვრებაში მათ პრაქტიკულად დანერგვას შორის“ - აცხადებს ორგანიზაციის წარმომადგენელი.
„საერთაშორისო ამნისტია“ სურვილის შემთხვევაში ქვეყნების მთავრობებს შესაბამის რეკომენდაციებს სთავაზობს. პრობლემის გადაწყვეტის გზებს მაიკლ ბოშენეკი შემდეგნაირად ხედავს: „სამედიცინო გამოძიება უნდა ჩატარდეს; ადვოკატებს კლიენტების ციხეში ვიზიტის ნებართვა უნდა მიეცეთ, რაც დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს; ასევე ოჯახის წევრებსაც უნდა ქჰონდეთ უფლება თავისი ნათესავები საპყრობილეში მოინახულონ“.
ბრაზილიაში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, რესპოდენტების 80 პროცენტს ეშინია, რომ დაჭერის შემთხვევაში, მათ პოლიცია აწამებს. ბრაზილია გამოკითხულ 21 ქვეყანაში ბოლო ადგილზე იმყოფება. ნიგერიაში იგივე მონაცემი 50 პროცენტს შეადგენს. უფლებადამცველების თქმით, მთავარი მიზეზი წამების აქტის შემსრულებელთა დაუსჯელობაა. „საერთაშორისო ამნისტიის“ გამოკითხვის მიხედვით, ჩინეთში და ინდოეთში 4-დან 3 ადამიანი ამბობს, რომ საზოგადოების დაცვისთვის წამება ზოგჯერ საჭიროც არის. რუსეთში ასე თვლის გამოკითხულთა 25 პროცენტი. ამ მხრივ ყველაზე დაბალი მონაცემი საბერძნეთს აქვს, სადაც ყოველ 10 გამოკითხულში 1 ამბობს, რომ წამება ხანდახან დასაშვებია.
ზოგადად, 21 ქვეყანაში დიდი უმრავლესობა, 84 პროცენტი ეთანხმება იმ აზრს, რომ წამების წინააღმდეგ გარკვევით ჩამოყალიბებული კანონმდებლობაა საჭირო. 57 პროცენტი აცხადებს, რომ წამება ამორალურია და ის საერთაშორისოდ აღიარებულ ადამიანის უფლებებს აკნინებს. ყველაზე ნაკლები მხარდაჭერა ამ კანონმდებლობას აქვს მექსიკაში - 27 პროცენტი და ჩინეთში -33. ყველაზე მაღალია მხარდაჭერა დასავლეთ ევროპაში: საბერძნეთში - 80%; გერმანიაში - 72%; ესპანეთში - 71%; დიდ ბრიტანეთში - 70.
გამოკითხვაში 21 ქვეყნის 21 221-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. პირისპირ მიმდინარე, თუ სატელეფონო საუბრები 2013 წლის დეკემბერში დაიწყო და 2014 წლის აპრილამდე გაგრძელდა. ქვეყნების სიაში საქართველო არ შედიოდა. ორგანიზაციამ „საერთაშორისო ამნისტია“ შემდეგი ქვეყნები გამოკითხა: არგენტინა, ავსტრალია, ბრაზილია, კანადა, ჩილე, ჩინეთი, გერმანია, საბერძნეთი, ინდოეთი, ინდონეზია, კენია, მექსიკა, ნიგერია, პაკისტანი, პერუ, რუსეთი, სამხრეთ კორეა, ესპანეთი, თურქეთი და დიდი ბრიტანეთი.

Your browser doesn’t support HTML5