პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელის პოსტზე წარდგენილი კანდიდატი ამბობს, რომ დაკითხვის ტექნიკა, რომელიც ადამიანს დახრჩობის იმიტაციაა წამება არის და შესაბამისად, ის კანონის დარღვევაა. გენერალური პროკურორის ყოფილ თანაშემწეს, ჯეიმს კომს სენატში თანამდებობაზე მისი დამტკიცების მოსმენაზე სამართალდაცვის და ეროვნული უსაფრთხოების სფეროში მკაცრ კითხვებზე მოუწია პასუხის გაცემა.
ჯეიმს კომის სახელი აქტიურად ფიგურირებდა წამების სკანდალში. წამება დაკითხვაში გამოიხატებოდა, რომლის დროსაც ეჭვმიტანილს სახეზე ნაჭერს აფარებდნენ და ზედ წყალს ასხამდნენ. ეს მეთოდი ადამიანის დახრჩობის იმიტაციას ქმნის. ამ სკანდალმა 2001 წელს ნიუ იორკსა და ვაშინგტონში განხორციელებული ტერაქტების შემდეგ ექს-პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციის გაყოფა გამოიწვია.
წყლის დასხმის მეთოდით დაკითხვა დახრჩობასთან ასოცირდება, ის საშინელ პანიკას იწვევს. ეს მეთოდი დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს მიერ ტერორისტების დაკითხვის დროს გამოიყენებოდა. 2004 წელს კომი და გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელი რობერტ მიულერი ყოფილ გენერალურ პროკურორს ჯონ აშკროფტს საავადმყოფოში ეწვივნენ და მასთან იმ მოსაზრების დაცვა სცადეს, რომ დაკითხვების დროს ამ მეთოდის გამოყენება შემწყდარიყო.
თანამდებობაზე დამტკიცების შემთხვევაში, კომი შეერთებული შტატების მთავარი პოლიციელის პოსტზე მიულერს შეცვლის. სენატის იურიდიულ კომიტეტს მან განუცხადა, რომ მისი შეხედულებები დახრჩობის სიმულაციის მეთოდით დაკითხვის შესახებ არ შეცვლილა.
ჯეიმს კომი: როდესაც პირველად შევიტყვე დახრჩობის სიმულაციის მეთოდით დაკითხვის თაობაზე, ჩემი რეაქცია როგორც ამერიკის მოქალაქის და ხელმძღვანელის იყო ის, რომ ეს არის წამება. ახლაც ასე ვფიქრობ.
მოგვიანებით, კომი დაეთანხმა ბუშის ადმინისტრაციის იურიდიულ კვლევას, რომ ეგრეთ წოდებული დაკითხვის ინტენსიური მეთოდები კანონის დარღვევა არ არის. კომიტეტის თავმჯდომარე პატრიკ ლიჰი საკითხის გარკვევას შეეცადა.
ლიჰიმ კომის ჰკითხა, ეთანხმება თუ არა იმას, რომ დახრჩობის სიმულაციის მეთოდით დაკითხვა წამებაა და უკანონოა?
კომიმ უპასუხა, რომ ის ამ მოსაზრებას ეთანხმება.
კომი აცხადებს, რომ გამოძიების ფედერალური ბიურო დაკითხვის ამ მეთოდს არასდროს იყენებდა და ეს არ მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი მას ამ სამსახურის ხელმძღვანელად დაამტკიცებენ.
კომის ასევე ჰკითხეს ფედერალური ხელისუფლების მიერ ქვეყნის შიგნით მონაცემების შეგროვებისა და გამოთქმული შეშფოთების შესახებ, რომელიც ამერიკელების პირადი ინფორმაციის დაცვის უფლებას უკავშირდება.
პატრიკ ლიჰი: როდესაც ხელისუფლება ყოველდღიურად მილიონობით უდანაშაულო ამერიკელის შესახებ ინფორმაციას აგროვებს, როდის შეწყდება ეს?
კომი არ შეეხო ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ თვალთვალის წარმოების შესახებ ატეხილ სკანდალს, რომელიც ყოფილი თანამშრომლის, ამაჟამად ქვეყნიდან გაქცეული ედუარდ სნოუდენის მიერ საიდუმლო პროგრამის თაობაზე ინფორმაციის გაჟონვას მოჰყვა. თუმცა მან მონაცემთა ბაზის ქონის აუცილებლობაზე ისაუბრა.
ჯეიმს კომი: არსებულ პროგრამებთან დაკავშირებით დეტალებში გარკვეული არ ვარ. რვა წელია ხელისუფლებაში არ მიმუშავია. ზოგადად კი მონაცემთა ბაზის შეგროვება და მისი ანალიზი მნიშვნელოვანი იარაღია ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში.
კომიმ ასევე დაიცვა სპეციალური იურიდიული სამსახურების დამოუკიდებლობა, რომლებიც უცხოური დაზვერვის სამსახურების აქტის სასამართლოების სახითაა ცნობილი. ეს სასამართლოები სანქციას გასცემს სატელეფონო მოსმენებზე და თვალთვალის სხვა მეთოდებზე, საეჭვო უცხოელ აგენტებზე, მათ შორის, ეჭვმიტანილ ტერორისტებზე. როდესაც კომის ჰკითხეს უნდა იქნას თუ არა დრონები გამოყენებული ამერიკის მოქალაქეებზე ან ამერიკულ მიწაზე, მან უარყოფითი პასუხი გასცა.
თუკი სენატმა კომის კანდიდატურას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა, გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელის პოსტზე იგი ათი წლის ვადით დაინიშნება.