„ტიკტოკი“ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი კონტენტის აღნიშვნას იწყებს

სოციალური ქსელი „ტიკტოკი“ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი კონტენტის აღნიშვნას იწყებს. ინფორმაცია ამის შესახებ კომპანიამ ამერიკულ ტელეკომპანია ABC-ის მიაწოდა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ტიკტოკის“ მიზანია, ებრძოლოს დეზინფორმაციას.

ადამ პრესერი, რომელიც „ტიკტოკის“ ოპერაციების და უსაფრთხოების ხელმძღვანელია, ამბობს, რომ კომპანიის სურვილია, მომხმარებელმა იცოდეს, თუ რა არის ფაქტი და რა - ფიქცია.

აქამდე სოციალური ქსელი „ტიკტოკი“ კონტენტის შემქმნელებს ახალისებდა, გამოეყენებინათ ხელოვნური ინტელექტი და მიეთითებინათ, რომ მასალა მომზადებული იყო ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, თუ ის შეიცავდა რეალისტურ ფოტოებს, ვიდოებს თუ აუდიოს.

ასევე ნახეთ: საფრთხე „ტიკტოკიდან“ - სენატში დახურული მოსმენა იმართება