4 მარტს ცნობილი გახდა, რომ წითელ ზღვაში გაყვანილი სამი კაბელი გაწყდა. წყალქვეშა გაყვანილობა ინტერნეტით და ტელეკომუნიკაციით მსოფლიოს გარშემო ბევრ ქვეყანას უზრუნველყოფს.
წითელი ზღვის ინფრასტრუქტურა კვლავ იემენელი ჰუთების სამიზნედ რჩება. სავარაუდოდ, სწორედ მათი მეამბოხეების თავდასხმის შედეგად მოხდა ხანძარი ადენის ყურეშიც, რის გამოც იქ 4 მარტსვე, ერთი გემი დაიწვა.
ასევე ნახეთ: „ჰუთების“ სამიზნე ირანში მიმავალი გემი გახდაჯერჯერობით უცნობია, თუ რამ გაწყვიტა საკომუნიკაციო ხაზები. არ გამორიცხავენ, რომ კაბელები ჰუთებმა დააზიანეს, რომლებიც ღაზის სექტორში ომის დაწყების შემდეგ, ისრაელზე ზეწოლას და მათივე სიტყვებით - "ჰამასთან" ისრაელის ომის დასრულებას ცდილობენ.
ჰონგ-კონგში დაფუძნებული კომპანია "ეიჩ-ჯი-სი გლობალური კომუნიკაციები" (HGC Global Communications) იუწყება, რომ გაწყვეტილია შემდეგი კაბელები: "აზია-აფრიკა-ევროპა 1" (Asia-Africa-Europe 1), "სიკომი" (Seacom) და "თი-ჯი-ენ-გალფი" (TGN-Gulf). დაზიანება შეეხო მთლიანად წითელი ზღვის წყალქვეშა გაყვანილობის 25%-ს. "სიკომის" ინფორმაციით, „პირველადი ტესტირება აჩვენებს, რომ დაზიანებული სეგმენტი იემენის საზღვაო იურისდიქციაში მდებარეობს, სამხრეთ წითელ ზღვაში“.
"ეიჩ-ჯი-სი გლობალური კომუნიკაციების" ცნობით, წითელი ზღვა თავისი ინფრასტრუქტურით კრიტიკული მნიშვნელობისაა და ის უზრუნველყოფს აზიიდან ევროპისკენ მიმავალ მონაცემთა გადაცემას. კომპანია ასევე აცხადებს, რომ მათ უკვე დაიწყეს ტელეკომუნიკაციის ხაზების მიმართულების შეცვლა და მონაცემთა შემოვლითი გზით მიწოდებაზე მუშაობა.
ასევე ნახეთ: ვინ არიან ჰუთები