კალიფრონიაში კვლავ ხანძრები მძვინვარებს. შტატის ჩრდილოეთ ნაწილში, გუშინ, ორშაბათს, ვენახებში გაჩენილმა ხანძარმა საცხოვრებელი სახლები და მიმდებარე ტერიტორია მთლიანად გაანადგურა. შექმნილი ვითარების გამო, 70,000 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ვენახებიდან ჩრდილოეთით, კიდევ ერთი ხანძრის კერა წარმოიქმნა, სადაც სამი ადამიანი დაიღუპა.
ძლიერი ხანძრის გამო, აუცილებელი გახდა წმინდა ელენეს სახელობის საავადმყოფოდან პაციენტების ევაკუაციაც. დილის 7 საათზე 55 პაციენტი ვერტმფრენით გადაიყვანეს უსაფრთხო ადგილას. ინფორმაციას, საავადმყოფოს ადმინისტრაცია ავრცელებს.
საავადმყოფოს პრეს-სპიკერმა თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორია კვამლით იყო დაფარული, ვერტმფრენებისთვის ხედვის არეალი, საკმაოდ უსაფრთხო იყო, ამიტომ სასწრაფო დახმარების მანქანების ნაცვლად, მათ პაციენტების ევაკუაცია საჰაერო გზით არჩიეს.
ასევე ნახეთ: კალიფორნიაში ხანძარი ვენახებს მოედო და ასობით ადამიანი უსახლკაროდ დატოვაბოლო პერიოდში, ამ საავადმყოფოდან პაციენტების ევაკუაცია მეორედ გახდა საჭირო. 151- საწოლიანი საავადმყოფოდან პირველად, აგვისტოში, ძლიერი ხანძრის გამო, მოუხდათ პაციენტების შენობიდან გაყვანა.
ხანძარი, კვირას, ნაპა-სონომას მეღვინეობის ტერიტორიაზე, ვენახებს, სან-ფრანცისკოდან, დაახლოებით 72 კილომეტრის დაშორებით გაუჩნდა.
წელს, სამი წელი გავიდა კალიფორნიის ხანძრის შემდეგ, რომელმაც 2017 წელს 22 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. სამი წლის შემდეგ, ხანძრები, კვლავ დიდ საფრთხეს უქმნის შტატის მოსახლეობას. გასულ თვეს, აგვისტოში, ისევ გაჩნდა ხანძარი, რომელიც კალიფორნიის შტატის ისტორიაში სიმძლავრით მეოთხეა.
"ჩვენს მეხანძრეებს დასვენების დროც არ აქვთ, ისევე, როგორც მოსახლეობას", თქვა დენიელ ბერლანტმა, კალიფორნიის ტყისა და ცეცხლის დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ.