5 თებერვლიდან, ევროკავშირი რუსეთიდან ნავთობპროდუქტების იმპორტს აკრძალავს, მათ შორის დიზელის. რუსული დიზელი ევროკავშირის წევრი ზოგიერთი ქვეყნისთვის, ამ დრომდე ერთ-ერთი დასაყრდენია. მანამდე, დეკემბრიდან, ევროკავშირში რუსული ნედლი ნავთობი აიკრძალდება.
Your browser doesn’t support HTML5
პამელა მანგერა, ენერგეტიკული სექტორის ანალიტიკური ფირმის, "ვარტექსას" ბაზრის უფროსი მკვლევარი ამბობს, რომ რუსული დიზელის საწვავის ტვირთი, რომელიც ამსტერდამ-როტერდამ-ანტვერპენის საწყობის რეგიონისთვისაა განკუთვნილი, 1-დან 12 ნოემბრამდე პერიოდში, დღეში, 215 000 ბარელამდე გაიზარდა. ეს მაჩვენებელი, ოქტომბრის მონაცემებს 126%-თ აჭარბებს.
"რეფინიტივის" მონაცემებით, რუსულმა დიზელმა, ნოემბერში, ევროპის საგზაო საწვავის 44% შეადგინა, ოქტომბერში ეს მაჩვენებელი 39% იყო. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ევროპის ქვეყნები რუსეთიდან დიზელის იმპორტს ზრდიან.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსულ საწვავზე ევროკავშირის დამოკიდებულება, 50%-ზე მეტად შემცირდა, რუსეთის კვლავ რჩება კონტინენტზე დიზელის უმსხვილეს მიმწოდებლად.
ასევე ნახეთ: პრეზიდენტი ზელენსკი: ყველაფერს დავძლევთ, გადავიტანთ, გავიმარჯვებთ„ევროკავშირს მოუწევს დღეში 500 – 600 ათასი ბარელის უზრუნველყოფა იმისთვის, რომ რუსული მოცულობა ჩაანაცვლოს. ევროკავშირი ჩანაცვლებას მიიღებს შეერთებული შტატებიდან, ასევე ახლო აღმოსავლეთიდან და ინდოეთიდან“ - აცხადებს „ფაქტს გლობალ ენერჯის“ ანალიტიკოსი, ევგენი ლინდელი.