ტეხასში, ქალაქ მიდლენდს და ოდესას შორის დღეს თავდამსხმელმა ცეცხლსასროლი იარაღით სროლა ატეხა. პირველადი ინფორმაციით, ის მანქანით დადიოდა და გამვლელებს ესროდა.
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, 5 ადამიანი მოკლულია და 21 დაიჭრა. მოკლულებს შორიასაა თავდასხმაში ეჭვმიტანილიც.
მომხდარს პოლიცია იძიებს. დაჭრილებს შორის ერთი პოლიციელიცაა, რომელსაც საავადმყოფოში მკურნალობენ. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.