კიევში სახალხო მღელვარება კულმინაციას აღწევს, მომიტინგეები ევროკავშირთან ჩაშლილ გარიგებას ისევ აპროტესტებენ
ვაშინგტონი —
კვირას, მასობრივმა საპროტესტო აქციებმა კვლავ მოიცვა უკრაინის დედაქალაქი კიევი. დემონსტრანტები პრეზიდენტ იანუკოვიჩის მიერ ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების გადავადების საკითხს ისევ აპროტესტებენ.
კვირას, კიევში საპროტესტოდ გამოსული ადამიანების რაოდენობამ თითქმის ასი ათასს მიაღწია. უკრაინელები ხელისუფლების მიერ დემონსტრაციის დაშლის ფაქტს აპროტესტებენ. გასული კვირის დღეებში საპროტესტო აქციების მონაწილეთა რაოდენობას დღევანდელ დემონსტრაციაზე გამოსული ადამიანების რიცხვი ბევრად აღემატებოდა.
რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმებაზე უარი განაცხადა და გადაწყვეტილება რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავების სასარგებლოდ შეცვალა.
იანუკოვიჩის ამ ნაბიჯმა ლიტვაში, ვილნიუსის სამიტზე გავლენა მოახდინა, სადაც არსებობდა იმის იმედი, რომ იანუკოვიჩი ხელშეკრულებაზე ხელს პარასკევს მაინც მოაწერდა. თუმცა ხელმოწერა არ შედგა. მას შემდეგ დემონსტრანტების მხრიდან პრეზიდენტ იანუკოვიჩის გადადგომის მოთხოვნა უფრო გააქტიურდა.
სხვადასხვა ევროპული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, უკრაინასა და ევროკავშირს შორის გარიგების ჩაშლის პროცესი ოქტომბრის ბოლოს დაიწყო, როდესაც მოსკოვმა მოითხოვა კიევს დაუყონებლივ გადაეხადა მოხმარებული ბუნებრივი აირის დავალიანება, რომელიც 1 მილიარდ დოლარს შეადგენს. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთი ზამთრის პერიოდში გაზის მიწოდების შეწყვეტით დაიმუქრა.
ასევე, გასული თვეების განმავლობაში მოსკოვმა უკრაინული პროდუქციის იმპორტზე შეზღუდვები დააწესა. რის გამოც უკრაინის ეკონომიკა რეცესიის წინაშე აღმოჩნდა. რუსეთმა ასევე გააფრთხილა უკრაინა, რომ ევროკავშირთან ხელშეკრულების გაფორმების გამო მას უფრო მეტი ეკონომიკური პრობლემები შეექმნებოდა.