ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტიმოშენკომ უვადო შიმშილობა დაიწყო


ყოფილმა პრემიერმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა ხელშეკრულების გეგმის შეჩერებაზე განცხადება გააკეთა

უკრანის ოპოზიციის ლიდერმა იულია ტიმოშენკომ უვადო შიმშილობა დაიწყო, რითაც ცდილობს დაარწმუნოს უკრაინის მთავრობა ,რომ ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულება გააფორმოს.

ტიმოშენკომ შიმშილობა მას შემდეგ გამოცხადა, რაც გუშინ პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა განაცხადა, რომ ხელშეკრულების გეგმას აჩერებს და ამ გადაწყვეტილებას მან რთული, მაგრამ გარდაუვალი უწოდა. პრეზიდენტმა ასევე დასძინა, რომ უკრაინა ცდილობს ფოკუსირება უფრო მეტად რუსეთთან სავაჭრო ურთერთობებზე მოახდინოს.

ევროკავშირის შეთანხმებაზე ხელმოწერა გადაიდო მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ყოფილი პრემიერ მინისტრის იულია ტიმოშენკოს ციხიდან გათავისუფლების კანონი არ დაამტკიცა. ტიმოშენკოს გათავისუფლება ევროკავშირის მთავარი პირობაა იმისთვის, რომ უკრაინასთან ასოცირების შეთანხმება გაფორმდეს.

პარლამენტის გადაწყვეტილებამ კიევის მთავარ მოედანზე შეკრებილი მონაწილეების პროტესტი გამოიწვია, რასაც პოლიციამ ცრემლსადენი გაზით უპასუხა.

ასევე, გუშინ პრეზიდენტ იანუკოვიჩის მხარდასაჭერად კიევის ქუჩებში ასობით ადამიანი გამოვიდა.
XS
SM
MD
LG