ციმბირში ტემპერატურა -50 გრადუსამდე დაეცა, მოსკოვში თოვლმა ფრენები შეაფერხა

ციმბირის ზოგიერთ ნაწილში ტემპერატურა -50 გრადუსამდე დავარდა. მოსკოვში რეკორდულად დიდი რაოდენობის თოვლი მოვიდა, ქარბუქმა და უხვმა ნალექმა ფრენებიც შეაფერხა. მთელი რუსეთის ტერიტორიაზე ზამთარი განსაკუთრებულად ცივია.

მოსკოვშ თოვლმა ორშაბათს აეროპოერების ასაფრენი ბილიკები დაფარა. "რია ნოვოსტის" ცნობით, გადაიდო, სულ მცირე, 54 რეისი, 5 კი გაუქმდა. ამ კვირაში მოსკოვში ტემპერატურის -18 გრადუსამდე დაცემას ვარაუდობენ.

ციმბირის ჩრდილო-აღმოსალეთით, იაკუტიაში, სახას რესპუბლიკაში, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცივ ქალაქში ტემპერატურა მინუს 50-ზე დაბლა დაეცა. სახაში ასეთი სიცივე ამ დროისთვის უჩეულოდ ნაადრევია. ეს რეგიონი სიდიდით ინდოეთს სულ მცირედით ჩამოუვარდება. მისი დედაქალაქი, იაკუტსკი მოსკოვიდან 5 000 კმ-ითაა დაშორებული და იქ ტემპერატურა დაახლოებით -48 გრაადუსია.

50 გრადუსამდე ტემპერატურის დაცემა ბოლო წლებში უფრო და უფრო ხშირად ხდება. ამასთან, კლიმატის ცვლილების გამო, ზოგიერთ ნაწილში ყინულოვანი ფენები ლღვება კიდეც.