ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით, 3 847 უბნიდან დათვლილია 3 803 (98.86%) უბანი. თბილისის ყველა ოლქში დათვლილია უბნების 90%-ზე მეტი. წინასწარი მონაცემების მიხედვით, თბილისის არცერთ მაჟორტარულ ოლქს გამარჯვებული არ ჰყავს და ყველგან მეორე ტური უნდა დაინიშნოს.
ამ დროის მონაცემებით, თბილისის 8 ოლქიდან 7-ში „ქართული ოცნების“ კანდიდატები ლიდერობენ.
მთაწმინდა – ბექა ოდიშარია – 45.08%; ვაკე - ნოდარ ტურძელაძე – 42.06%; საბურთალო – დავით სერგეენკო – 43.05%; ისანი – კახა კახიშვილი – 46.79%; სამგორი – სოზარ სუბარი – 45.76%. დიდუბე-ჩუღურეთი – გია ვოლსკი – 42.92%; ნაძალადევი – მიხეილ ყაველაშვილი – 43.89%.
გლდანში კი, თბილისის მე-8 მაჟორიტარულ ოლქში, ოპოზიციონერი კანდიდატი ნიკა მელია ლიდერობს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს ხმათა 44 % აქვს, „ქართული ოცნების“ კანდიდატ ლევან კობიაშვილს კი - 42 %.
რაც შეეხება რეგიონებს, ასევე წინასწარი მონაცემებით, საქართველოს რეგიონების 22 ოლქიდან 13 ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატები ლიდერობენ.
რეგიონის 22 მაჟორიტარულ ოლქში უბნების უმრავლესობა დათვლილია. წინასწარი მონაცემებით, 22-დან 13 ოლქში პირველივე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა, დანარჩენ ოლქებში კი - მეორე ტური გაიმართება.
მმართველი პარტიიდან, წინასწარი მონაცემებით, პირველ ტურში გაიმარჯვეს შემდეგმა კანდიდატებმა: დავით სონღულაშვილი, ზაურ დარგალი, გოგი მეშველიანი, გიორგი ხოჯევანიშვილი, ანტონ ობოლაშვილი, სამველ მანუკიანი, გოჩა ენუქიძე, პაატა კვიჟინაძე, გივი ჭიჭინაძე, ვასილ ჩიგოგიძე, ალექსანდრე მოწერელია, ირაკლი ხახუბია, ზაალ მიქელაძე.