ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, მათ უკვე დაითვალეს 3 626 საარჩევნო უბნის შედეგები (94.26%). 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე სულ 3 847 საარჩევნო უბანი იყო.
საქართველოს პარლამენტის წლევანდელ არჩევნებში 48 პარტია და 2 საარჩევნო ბლოკი მონაწილეობდა. პროპორციული სისტემით ამ პარტიების და ბლოკების შედეგები ასეთია:
- „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - 48.12%
- „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია” - 26.94%
- „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ - 3.79%
- „ლელო“ - 3.19%
- „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 3.18%
- „სტრატეგია აღმაშენებელი” - 3.15 %
- „გირჩი“ - 2.95%
- „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები“ - 1.34%
- „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ - 1%
დანარჩენმა სუბიექტებმა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აიღეს.
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" - ISFED-ის პარალელური დათვლის თანახმად, ხმები ასე გადანაწილდა:
„ქართული ოცნება“ - ხმების 45.8%;
„ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ – 26.4%;
„გირჩი“ – 2.8%; „ევროპული საქართველო“ – 3.7%; „ლელო“ – 3.1%; ლეიბორისტული პარტია“ – 1.0%;
ალეკო ელისაშვილი - „მოქალაქეები“ – 1,3%;
გიორგი ვაშაძის „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3.0%;
„პატრიოტთა ალიანსი“ – 3.1%.
Facebook Forum