ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ეს იყო ომი და ჩვენ არ წაგვიგია" - ოპოზიცია აქციებს იწყებს


ნიკა მელია
ნიკა მელია

საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა უნდობლობას უცხადებს და საპროტესტო აქციებისთვის ემზადება. ცოტა ხნის წინ, ათამდე პარტიის გადაწყვეტილება ნიკა მელიამ გაახმოვანა.

"სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი შევიკრიბეთ. ბევრნი, არჩევნების გამო არიან რეგიონებში. მაგრამ მიუხედავად ამისა, შევთანხმდით, რათა გადაწყვეტილება იყო სწრაფად მისაღები. ხვალ 4 საათზე ქართველ ხალხს ველოდებით რუსთაველის გამზირზე. ეს იყო ომი, ეს იყო ომი, ეს ომი კი არ წაგვიგია. ბევრი ვილაპარაკეთ, ბევრი ვთქვით, მთავარს ვამბობთ ახლა! უფრო მეტად მთავარს ვიტყვით ხვალ 4 საათზე,"- აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა მელია.

ნიკა მელიას შემდეგ განცხადება შალვა ნათელაშვილმა გააკეთა.

"ხელისუფლება მითვისებულია. ეს არის სახელმწიფო გადატრიალება ივანიშვილის ოლიგარქატისა და რუსეთის მიერ. არჩევნების შედეგები არ არის ლეგიტიმური. ხელახალი არჩევნები წინ გველოდება, სხვა არჩევანი რეჟიმს არ აქვს,"- თქვა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა.

შეთანხმებას თითქმის ყველა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია აწერს ხელს. თათბირს, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ნიკა მელიას შტაბში მართავდნენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG