„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ - 58 ხმა, „ქართული ოცნება“ - 52 ხმა, „გირჩი“ - 23 ხმა, "ევროპული საქართველო" - 13 ხმა, "ლელო" - 10 ხმა, "ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები" - 6 ხმა - ასე გადანაწილდა საარჩევნო ხმები ვაშინგტონის #7 საარჩევნო უბანზე.
ინფორმაცია ამის შესახებ, "ამერიკის ხმას" საარჩევნო უბნის თავმჯდომარემ, ხათუნა ხვიჩიამ მიაწოდა. მისი თქმით, უბანზე სულ 13 მა სუბიექტმა მიიღო ამომრჩეველთა ხმები. საუბნო საარჩევნო კომისიამ, ორი ბიულეტინი ბათილად სცნო, რადგან "ვერ მოხერხდა ამომრჩევლის ნების დადგენა."
უბნის თავმჯდომარის თქმით, 700-ზე მეტი რეგისტრირებული ამომრჩევლიდან, ხმა 174-მა მისცა. იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა ამომრჩეველმა საარჩევნო სიაში საკუთარი თავი ვერ აღმოაჩინა, მიუხედავად იმისა, რომ მათი განცხადებით, საკონსულო აღრიცხვაზე იმყოფებოდნენ.
ამ დრომდე უცნობია ნიუ-იორკში გახსნილი ორი, #8 და #9 საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგები. კიდევ ერთი უბანი სან-ფრანცისკოში კი დაახლოებით ერთ საათში დაიხურება.
Facebook Forum