ხაზარაძე: „ივანიშვილის სახლში პატარა სასამართლოზე აღმოვჩნდი, სადაც იგი იყო მოსამართლე, უზენაესის და საკონსტიტუციოს თავმჯდომარეც"

მამუკა ხაზარაძე საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დაფუძნებაზე ანაკლიაში

დიდი ბიზნესიდან დიდ პოლიტიკაში ამჯერად საქართველოს უმსხვილესი „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გადაბარგდნენ. ბანკირებმა საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელო“ ანაკლიაში, შავი ზღვის სანაპიროზე დღეს დააფუძნეს. მოძრაობა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნება და როგორც მამუკა ხაზარაძე იმედოვნებს, გამარჯვებისთვის იბრძოლებს:

ოქტომბერში ჩვენი მოძრაობის ბაზაზე დავაფუძნებთ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც ორიენტირებული იქნება 2020 წლის არჩევნების მოსაგებად"
მამუკა ხაზარაძე, "ლელოს" დამფუძნებელი


„ოქტომბერში ჩვენი მოძრაობის ბაზაზე დავაფუძნებთ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც ორიენტირებული იქნება 2020 წლის არჩევნების მოსაგებად, პირდაპირ, მთელი სერიოზულობით ვაცხადებთ ამას. არავისთან თანამშრომლობას არ ვაპირებთ, ჩვენი ახალი ძალებით ვიბრძოლებთ არჩევნებში.“

ხაზარაძე და ჯაფარიძე ბრალდებულები არიან ფულის გათეთრებაში, დაყადაღებულია მათი საბნკო ანგარიშები და ისინი ციხეში მხოლოდ იმიტომ არ ზიან რომ გირაო, თითოეულმა 700 ათასი ლარი გადაიხადა. ამ ბრალდების გამო მათ დატოვეს როგორც თიბისი ბანკი, ისე ანაკლიის განვითარების კონსორციუმი.

ყოფილი ბანკირები მიიჩნევენ, რომ ეს შეკვეთილი საქმეა. მამუკა ხაზარაძემ დღეს ის ისტორია გაიხსენა, როცა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ბიზნესნმენ ვანო ჩხარტიშვილისთვის 30 მილიონის გადახდა მოსთხოვა და მოსალაპარაკებლად სახლში მიიწვია:

„არსებობს ასეთი პერსონა, მიჭირს მას ბიზნესმენი დავუძახო, რომელმაც ძალიან მოკლე ხანში ჩვენი ბანკის წინააღმდეგ აღძრა საქმე, ჩხარტიშვილი და დაიწყო სამართლებრივი დავა. იგი “თიბისი ბანკს” სთხოვდა 30 მილიონ დოლარს. აბსოლუტურად აბსურდული თემა იყო, ჩვენ ბუნებრივია ლეგალურად თავის დაცვა დავიწყეთ

ჩვენი იურისტები ჩაერთნენ და აღმოვაჩინეთ, რომ ანალოგიური საქმეები მას აღძრული ჰქონდა სხვადასხვა მსხვილი კომპანიის მიმართ, ეს სია შეგიძლიათ გადაამოწმოთ. და ყველა ეს საქმე ხვდებოდა ერთ მოსამართლესთან. ყველა ეს საქმე, და ცხვებოდა როგორც იმერული ხაჭაპური, მისი მოგებით.

ამის შემდეგ ხდება შეხვედრა მის სახლში, სოლოლაკში. შეხვედრას ვესწრებოდით მე და ბადრი (ჯაფარიძე), ესწრებოდა ვანო ჩხარტიშვილი, ბიზნესმენი ფიფია და ბიძინა ივანიშვილი. მაგრამ საოცრება იცით რა იყო? კიდევ იცით ვინ ესწრებოდა? გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე. გესმით რასთან გვაქვს საქმე? პატარა სასამართლოზე აღმოვჩნდი, სადაც ივანიშვილი იყო მოსამართლეც, უზენაესის თავმჯდომარეც, საკონსტიტუციოს თავმჯდომარეც"


მივხვდით, რომ მსგავს რიგში ვიდექით ჩვენც, რუსულად ამას ჰქვია “ნაეზდი”, ეს არის ცნობილი სიტყვა, როცა პოლიტიკური, პროკურატურის და სასამართლოს გაერთიანება ხდება, არის სამიზნე და მიზანი არის, რომ ფული ამოიღონ.

ჩვენ დავინახეთ ეს საფთხე და საკონსტიტუციო სასამართლოში შევიტანეთ სარჩელი, რადგან იმ ნორმით პირველივე ინსტანციაში ხდებოდა ბანკის დაყადაღება და თანხის ამოღება. პრაქტიკულად, ჩვენ არ გვქონდა საშუალება, რომ გაგვეგრძელებინა დავა.

ბანკისთვის ინკასოს დადება და ფულის ამოღება არის მარტივი საკითხი. სქემა მდგომარეობდა იმაში, რომ ამორების შემდეგ ეს თანხა უბრალოდ გაქრებოდა.

ჩვენ საკონსტიტუციოში დავიწყეთ ლეგალურად დავა ჩხარტიშვილის კომპანიასთან. მე ვიყავი გერმანიაში, მივირე ზარი, ეს ზარი იყო ბიძინა ივანიშვილისგან, რომელმაც. დაახლოებით ერთი საათი მესაუბრა. ეს იყო პარასკევი და იგი მარწმუნებდა, რომ ორშაბათს საკონსტიტუციო სასამართლოში არ უნდა მომხდარიყო ამის გარჩევა.

მე ვუთხარი, რომ ამას ვერ გავაკეთებდი, რადგან ვიყავი თავმჯდომარე და არა ბანკის ერთპიროვნული, აქციების 100%-ის მფლობელი. მთხოვდა სარჩელი გამოიტანეთ და მოილაპარაკეთო.

დაბადების დღეზე ვიყავი გერმანიაში ჩასული და როცა დამირეკა ორი ადამიანის თვალწინ ხდებოდა ეს საუბარი. პირველად დამირეკა თუ მეორედ არ მახსოვს, მაგრამ ამხელა საუბარი მე მასთან არ მქონია. ძალიან მეგობრული საუბარი იყო, ისიც მითხრა, რომ ჩემს შვილსაც არ დავაძალებ რამეს, იქნებ ასე გავაკეთოთ.

ჩემთვის ძალიან რთული იყო ჩემს უცხოელ პარტნიორებთან დარეკვა და იმის თქმა, რომ ერთადერთი სამართლებრივი ბერკეტი გავუშვათ ხელიდან და სარჩელი გამოვიტანოთ. მაგრამ დავარწმუნე ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები და სარჩელი საკონსტიტუციოდან გამოვიტანეთ.

ამის შემდეგ ხდება შეხვედრა მის სახლში, სოლოლაკში. შეხვედრას ვესწრებოდით მე და ბადრი (ჯაფარიძე), ესწრებოდა ვანო ჩხარტიშვილი, ბიზნესმენი ფიფია, ვერ გავიგე, სიმართლე გითხრათ, რატომ ესწრებოდა და ბიძინა ივანიშვილი.

მაგრამ საოცრება იცით რა იყო? კიდევ იცით ვინ ესწრებოდა? გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე. გესმით რასთან გვაქვს საქმე? თბილისში გავიზარდე, უბანში გავიზარდე, ბავშვობაში გვიჩხუბია, უფროსს შეურიგებია, მაგრამ მილიციელი არ მოუყვანია შეხვედრაზე.

მე პატარა სასამართლოზე აღმოვჩნდი, სადაც ივანიშვილი იყო მოსამართლეც, უზენაესის თავმჯდომარეც, საკონსტიტუციოს თავმჯდომარეც. კიდევ კარგი, შოთაძეც იყო იქ, რომელიც მთელი შეხვედრის განმავლობაში ჩუმად იყო და ეს დისკუსია რომ წავიდა და ჩვენ ვუთხარით, გაგვარკვიეთ, რასთან გვაქვს საქმე,

დაახლოებით, საათნახევრის შემდეგ ჩაიჩურჩულა, მაინც გაბედა და თქვა, რომ ის ვერ ხედავდა “რაიმე ისეთს”, რაზედაც ვიყავით შეკრებილები. მე შოკირებული გამოვედი. ივანიშვილი იყო, პრაქტიკულად, პატარა სახელმწიფო, რომელიც საქმეს არჩევდა. მიხვდით რასთან გვაქვს საქმე?

გვერდით უზის პროკურორი და არჩევს საქმეს. თუ საქმეს არჩევ მაშინ პროკურორი რში გჭირდება? ვიყავით მანამდე პროკურატურაშიც და სასამართლოშიც. თუ მეუბნები, საქმე გამოიტანე სასამართლოდან, მაშინ პროკურორს რატომ მახვედრებ?

ივანიშვილი ითხოვდა ფულის გადახდას ჩხარტიშვილისთვის. ჩხარტიშვილს რო დავუსვი კითხვა 30 მილიონი რა ციფრია-თქო და რამე ხომ უნდა იყოსო. ეს თემა მოკვდა იმ წუთშივე, როგორც კი შოთაძემ თქვა, საერთოდ ვერ ხედავდა რამე ისეთს"


ივანიშვილმა თქვა, მადლობაც არ გადაიხადაო. აქ მადლობაზე არ არის საუბარი, მადლობა და სიტყვა-პასუხი არ გვეშლება. ალბათ, იგულისხმა, რაღაც მაინც რატომ არ გადაიხადაო. ალბათ ჩხარტიშვილისთვის უნდა გადამეხადა, რომელსაც ეს ყველაფერი ჰქონდა დალაგებული იმიტომ, რომ როგორ შეიძლება, როგორი ალგორითმი უნდა დააწყო, რომ ერთ მოსამართლესთან რამდენიმე თვის განმავლობაში მიხვიდე და უზარმაზარ კომპანიებთან საქმეები მოიგო. და მერე ვითომ გამოჩნდება ანგელოზი ივანიშვილი, რომელიც ვითომ ამ საქმეებს მოაგვარებს.

მე მინდა გითხრათ, რომ ის პროკურორიც და შსს მინისტრიც, ჩვენი გადასახადებიდან იღებენ ხელფასს. მათ ეს ავიწყდებათ, ამათ ჰგონიათ, რომ როცა ხელისუფლებაში მოდიან უკვე ყველაფერი შეიძლება. 21 საუკუნეა გარეთ და ეს დამოკიდებულება, რომ ბიზსნემენმა გადასახადი იხადოს და ჩვენ გადავწყვიტავთ მერე რა უნდა გააკეთოს, ეს უნდა დამთავრდეს.

ივანიშვილი ითხოვდა ფულის გადახდას ჩხარტიშვილისთვის. ჩხარტიშვილს რო დავუსვი კითხვა 30 მილიონი რა ციფრია-თქო და რამე ხომ უნდა იყოსო. ეს თემა მოკვდა იმ წუთშივე, როგორც კი შოთაძემ თქვა, საერთოდ რასთან გვაქვს საქმე. ვერ ვხდებიო. ეს იყო საპრეზიდენტო არჩევნებამდე.“ - აღნიშნა ხაზარაძემ.

ცნობილი ფიგურებიდან ახალ მოძრაობაში ჯერჯერობით მხოლოდ სამი გვარი გვხდება. ახლო წარსულში ექს-პრეზიდენტ მარგველაშვილის გუნდის ყოფილი წევრები იურისტები ანა ნაცვლიშვილი და კახა კოჟორიძე და პოეტი რატი ამაღლობელი.

ხაზარაძეს და ჯაფარიძეს 2018 წელს ბრალი 2008 წელს 16 მილიონის დოლარის ტრანზაქციის გამო წარუდგინეს, პროკურატურა მიიჩნევს ეს ფულის გათეთრება იყო, ხაზარაძე-ჯაფარიძე კი თვლიან, რომ ეს პოლიტიკური დევნა და მათი ანაკლიის პორტის მშენებლობიდან ჩამოშორების მცდელობაა. “არანაირი დათმობა არ იქნება, იმასაც შეგუებული ვარ, რომ შეიძლება ისე გადაეკეტოთ ტვინი, რომ ჩაგვსვან” – ამბობს პოლიტიკაში მოსული ბანკირი.