ავღანეთში ძალაუფლების დაბრუნების 4 თვის თავზე თალიბანი წესებს ამკაცრებს და ქალთა უფლებებს ზღუდავს. ახალი წესები როგორც თავად ამბობენ შარიათის მიხედვით განისაზღვრა.
თალიბანი ქალებს უფლებას აძლევს 72 კილომეტრის რადიუსში მარტო გადაადგილდნენ, უფრო შორს წასვლის შემთხვევაში კი ისინი ვალდებულები არიან, ახლო ნათესავ მამაკაცთან ერთად გადაადგილდნენ. 20 წლის წინ, ავღანეთში დაახლოებით ასეთი შეზღუდვები მოქმედებდა, მაშინ ქალებს სახლიდან გასვლა მხოლოდ მამაკაცის თანხლებით შეეძლოთ.
ტაქსით გადაადგილების შემთხვევაში, ახალი წესების მიხედვით, ქალები ვალდებულები არიან ჰიჯაბში შეიმოსნონ. ტელეწამყვან ქალებს თალიბანი ავალდებულებს, რომ ჰიჯაბებში იყვნენ შეიმოსილები, ტელევიზიებს კი ტელესერიალებისა და დრამების ჩვენება აეკრძალათ, რომელშიც ქალი მსახიობები მონაწილეობენ.
ასევე ნახეთ: მიგრანტთა დაღუპვის გამო პარიზი და ლონდონი ურთიერთბრალდებებს გამოთქვამენთალიბანი კრძალავს ავტომობილეში მუსიკის მოსმენას, ხოლო სატრანსპორტო საშუალების მძღოლებმა უნდა მოუშვან წვერი და მოუსმინონ ლოცვებს.
თალიბანი როგორც ჩანს, არ ითვალისწინებს დასავლეთის მითითებებს, რომ ავღანეთში დაცული იყოს ქალთა უფლებები, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დასავლეთისგან დახმარებას ვერ მიიღებენ, რაც ავღანეთს ახლა ძალიან სჭირდება, რადგან ეკონომიკური ვითარება მნიშნველოვნად არის გაუარესებული.
ასევე ნახეთ: რა გახდა ერთ დღეში ქაბულის დაცემის მიზეზი?თალიბანმა ავრანეთი მას შემდეგ აიღო, რაც ამერიკელმა და პარტნიორი ქვეყნის სახმედროებმა ქვეყანა დატოვეს. თალიბანი პირობას დებდა, რომ ქალთა უფლებებს დაიცავდა, თუმცა დროსთან ერთად წესები უფრო და უფრო მკაცრდება.