ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიგრანტთა დაღუპვის გამო პარიზი და ლონდონი ურთიერთბრალდებებს გამოთქვამენ


ბრიტანეთი და საფრანგეთი 27 მიგრანტის ზღვაში დაღუპვის საქმეზე ურთიერთბრალდებებს გამოთქვამენ. მიგრანტები გასაბერი ნავით ბრიტანეთში ჩასვლას გეგმავდნენ. საფრანგეთი აცხადებს, რომ რეზერვისტების მობილიზებას ახორციელებს და საზღვაო სამაშველო ოპერაციზებს აძლიერებს.

დაღუპულ მიგრანტებს შორის მცირეწლოვანი ბავშვია. მსგავსი სასიცოცხლო რისკის შემცველი გზით, ადამიანები ცდილობენ გაექცნენ სიღარიბესა და შეიარაღებულ კონფლიქტებს ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა ავღანეთი, ერაყი და სხვა.

მიგრანტთა ტრაგიკულად დაღუპვამ, პარიზსა და ლონდონს შორის ბრექსიტის გამო არსებული დაპირისპირება, კიდევ უფრო გაამწვავა. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, მომხდარში საფრანგეთი დაადანაშაულა. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი კი ბირტანეთს „იმიგრაციის ცუდ მართვაში“ სდებს ბრალს.

პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ მრავალი მიგრანტისთის, საფრანგეთი მხოლოდ სტრანზიტო ქვეყანაა და არალეგალური მიგრაციის დასაძკლევად, მეტი ევროპული თანამშრომლობაა საჭირო.

„ძალიან მკაფიოდ ვიტყვი, ჩვენი უსაფრთხოების ძალები დღე და ღამე მობილიზებულია. მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ჩვენ გვჭირდება თანამშრომლობის სერიოზული გაძლიერება ბელგიასთან, ბრიტანეთთან და ევროკომისიასთან“ - განაცხადა ხორვატიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ემანუელ მაკრონმა.

მიგრანტთა რიცხვი, რომლებმაც ლა-მანშის სრუტე (ინგლისის არხი) გადაკვეთეს, 2021 წელს 25 776-მდე გაიზარდა. 2020 წელს მათი რაოდენობა 8 461 იყო, 2019 წელს კი 1 835 - მონაცემებს მთავრობაზე დაყრდნობით „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.

პარიზში აცხადებენ, რომ მხოლოდ წელს, ბრიტანეთში შეღწევის მცდელობისას, არხში 14 ადამიანი დაიხრჩო. 2020 წელს 7 დაიღუპა, ორი კი გაუჩინარდა. 2019 წელს კი ოთხი ადამიანი გარდაიცვალა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG