სირიელი ქრისტიანები განსაცდელში არიან

სიარიაში მცხოვრებ ქრისტიანთა დიდი ნაწილი ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერია
სირიაში მცხოვრებ ქრისტიანებს ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ ამბოხებულებს შორის მყოფი რადიკალ ისლამისტური ფუნდამენტალისტების აღზევების ეშინიათ. ისინი შიშობენ, რომ სირიის სამოქალაქო ომმა შეიძლება ქვეყანაში ქრისტიანობის დასრულება მოიტანოს. თუმცა მათი აზრით, ზოგიერთი ქრისტიანული ქვეყნის ლიდერმა ფატალური შეცდომა დაუშვა ამბოხებულების წინაშე.

ქრისტიანული სარწმუნეობის შექმნის ადრეული დღეებიდან ქრისტიანები სირიაში ცხოვრობდნენ და ლოცულობდნენ. თუმცა ორ წელიწადნახევრის განმავლობაში მიმდინარე სამოქალაქო ომმა ასობით ათას მორწმუნეს საკუთარი სახლის მიტოვება აიძულა. ისინი შიშობენ, რომ მომავალში მათ გაქცევას ქვეყნიდან უფრო მასობრივი ხასიათი ექნება.

ყველაზე მეტად მათ ამბოხებულების გამარჯვების ეშინიათ. ისინი საუბრობენ ერაყზე, სადაც სადამ ჰუსეინის ჩამოგდების შემდეგ რელიგიურ ნიადაგზე აღმოცენდა კონფლიქტი, დაიწყო ქრისტიანების დევნა და ისლამისტური პოლიტიკური კულტურის აღზევება მოხდა. ამან ერაყში მცხოვრებ ნახევარზე მეტ ერაყელ ქრისტიანს ქვეყნიდან გაქცევისკენ უბიძგა.

ამბოხებულებს შორის ჯიჰადის მიმდევრებმა და უკომპრომისო ისლამისტებმა მიზანში ამოიღეს მათ მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქრისტიანები. ნეჯლა ჩადა კათოლიკური საქველმოქმედო ორგანიზაციის „ კარიტასის“ წარმომადგენელი ამბობს, რომ ბევრი ახალი დევნილი, რომელიც ლიბანში ჩავიდა, ტრავმირებულია.

ნეჯლა ჩადა: ბევრმა მათგანმა საშინელი ისტორიები მოყვა იმის შესახებ თუ ზოგიერთი ფუნდამენტალისტი როგორ აიძულებდა მათ ბინის ქირის გადახდას ან ფულს სძალავდა. ამიტომ ბევრს ასეთ მდგომარეობაში დარჩენის შეეშინდა და უბრალოდ გამოიქცა.

ასევე არის ისტორიები, როცა ადამიანებს ძალის გამოყენებით აიძულეს სარწმუნოების ისლამზე შეცვლა. რელიგიური დაპირისპირების დროს შებილწეს უამრავი ეკლესია და ტაძარი. გაიტაცეს რამდენიმე სასულიერო პირი, მათ შორის, ორი მღვდელი, ასევე ჰომსის პროვინციაში მდებარე სოფლებში ქრისტიანები აიძულეს საკუთარი სახლები და ფერმა დაეტოვებინათ.

თავდასხმის და გატაცებების შემთხვევებმა ქრისტიანებში შიში გააორმაგა. ეს შიში ასადის რეჟიმს იმაში ეხმარება, რომ ალავიტებმა და შიიტური ისლამის მიმდევრებმა ბევრი ქრისტიანის მიმართ მხარდაჭერა შეინარჩუნოს. ამბოხებულების უმრავლესობას სუნიტები წარმოადგენენ.

ნეჯლა ჩადა ამბობს, რომ სირიელი ქრისტიანები გრძნობენ, რომ მათ სხვა არჩევანი არ აქვთ გარდა იმისა, რომ ბაშარ ალ-ასადის მომხრეებად დარჩნენ.

ნეჯლა ჩადა: უმრავლესობა არსებულ რეჟიმს მხარს შიშის გამო უჭერს. მათ სხვა ალტერნატივა არ გააჩნიათ.

საკუთარი სახლების იძულებით დატოვება უკვე 450 ათასზე მეტ სირიელ ქრისტიანს მოუწია. ზოგიერთი ისევ სირიაში რჩება. დაახლოებით 25 000 ლიბანში დევნილის სტატუსით იმყოფება.

სამოქალაქო ომამდე სირიაში მცხოვრებ ქრისტიანთა რაოდენობა დაახლოვებით ორნახევარ მილიონს შეადგენდა. ყველაზე მრავალრიცხოვანი მრევლი ბერძნულ მართლმადიდებლურ ეკლესიას ჰყავს, თუმცა ასევე არიან კათოლიკეებიც და სირიელი ქრისტიანებიც, პროტესტანტებიც და აღმოსავლეთ ასირიელებიც.

სირიის ნაციონალური კოალიციის მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფი ცდილობდა, რომ ქრისტიანული სარწმუნოების მიმდევართა შიში გაეფანტა, მაგრამ უშედეგოდ.

ზოგიერთი ამბობს, რომ სირიაში მოღვაწე ქრისტიანული სარწმუნოების ლიდერები ნაწილობრივ პასუხისმგებელნი არიან იმაზე, რაც მათ წარმომადგენლებს დაემართათ.

ბასემ შაბი, ლიბანელი დეპუტატია, პროტესტანული სარწმუნოების ერთადერთი წარმომადგენელი ლიბანის პარლამენტში. ის ამბობს, რომ ქრისტიანებმა სტრატეგიული შეცდომა დაუშვეს, როდესაც პრეზიდენტ ასადის მხარე დაიჭირეს.

ბასემ შაბი: სამწუხაროდ, ქრისტიანებმა თავიანთი ბედი არამხოლოდ რეჟიმს, არამედ ბაშარ ალ-ასადსაც დაუკავშირეს და საშიშია იგივე არ განმეორდეს რაც მოხდა ერაყში. იქ მცხოვრები ქრისტიანებს იმიტომ კი არ დევნიდნენ, რომ ქრისტიანები იყვნენ, არამედ იმისთვის რომ რეჟიმს უჭერდნენ მხარს.

შაბი დარწმუნებულია რომ ქრისტიანებს აქამდეც უნდა დაემყარებინათ კარგი ურთიერთობა შედარებით ზომიერ ისლამისტებთან, ამის გაკეთება მათ ახლაც შეუძლიათ.


ბასემ შაბი: ეს დაგვიანებული არ არის, არსებული მდგომარეობის მიხედვით სამი ძირითადი სარწმუნოების პატრიარქი ქვეყანაში რჩება, მაგრამ ძალიან საშიში იქნება სირიაში ქრისტიანების დიდ ხანს დარჩენა. განსაკუთრებით, ეს კათოლიკური ეკლესიის პატრიარქს ეხება, რომელიც ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის მხარდამჭერი დიდი ხანია არის.

აღმოსავლეთის ქრისტიანების მიერ ბაშარ ალ-ასადის მხარდაჭერამ დასავლეთის ქრისტიანულ სამყაროსთან დაძაბულობა გამოიწვია, რომლებმაც მათ უფრო კრიტიკული პოზიციისკენ მოუწოდეს.
ამ დროისთვის ისევ გაურკვეველი რჩება რა ბედი ეწევათ სირიაში მყოფ ქრისტიანებს.