ვაშინგტონი —
გაეროს ინსპექტორების განცხადებით, სირიაში ქიმიური იარაღის დიდი რაოდენობით გამოყენების „მკაფიო და დამაჯერებელი მტკიცებულებები“ არსებობს, რამაც ასობით ადამიანის დაღუპვა გამოიწვია. გარემოდან, ქიმიური, თუ სამედიცინო ნიმუშებით ირკვევა, რომ 21 აგვისტოს „დამასკოს გარეუბანში ნერვული აგენტის, ზარინის შემცველი სახმელეთო რაკეტები იხმარეს“. გაეროს ინსპექტორების მიზანს არ წარმოადგენდა იმის გარკვევა, თუ რომელი მხრიდან მოხდა გასროლა.
შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი თანხმდებიან იმაზე, რომ გაერომ უფრო ძლიერი გზავნილის შემცველი რეზოლუცია უნდა მიიღოს.
ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, უილიამ ჰეიგი აცხადებს, რომ მიზანი რთული და კომპლექსურია, მაგრამ პრეზიდენტ ასადზე წნეხის შენარჩუნება აუცილებელია, რადგან სწორედ მისი რეჟიმის პერიოდში მოხდა ქიმიური იარაღის უზარმაზარი არსენალის შექმნა.
დღესვე, გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი-მუნმა დაადასტურა, რომ სირიაში 21 აგვისტოს დიდი რაოდენობით ქიმიური იარაღი იქნა გამოყენებული. მან მომხდარს ომის დანაშაული უწოდა და ქიმიური იარაღის გამოყენება სამოქალაქო პირების წინააღმდეგ ყველაზე მასშტაბურ მოვლენად შეაფასა სადამ ჰუსეინის მიერ ათასობით ქურთის გაზით ამოხუთვის შემდეგ 1988 წელს.