ოთხშაბათს, ქვეყნის მაშტაბით ძალადობას 53 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა
სირიის ადამიანის უფლებების დამცველები აცხადებენ, რომ ოთხშაბათს ქვეყნის მაშტაბით ძალადობას 53 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. არსებული ინფორმაციის ფონზე, გაეროს სადამკვირვებლო მისიის მეთაურმა გადაწყვიტა სირიაში თავისი საქმიანობის გაგრძელება. ბრიტანეთში მდებარე სირიის ადამინის უფლებების მონიტორინგის ჯგუფის თავკაცმა, რამი აბდელრაჰმანმა ამერიკის ხმასთან საუბარში განაცხადა, რომ სირიის მოვლენები შესაძლოა "ახალი სომალი ან ავღანეთი გახდეს". აბდელრაჰმანის განცხადებით, ოთხშაბათს ბრძოლებში სირიის მთავრობის მხარდამჭერი 28 ჯარისკაცი, ერთი დეზერტირი , 24 სამოქალაქო პირი და აჯანყებული დაიღუპა.