ბრიუსელში ევროკავშირის ქვეყნები სირიელი მეამბოხეებისთვის იარაღის მიწოდების შესახებ მსჯელობენ
დღეს სირიაში აჯანყების დაწყების მეორე წლისთავი შესრულდა, ბრიუსელში კი ევროკავშირის ქვეყნები სირიელი მეამბოხეებისთვის იარაღის მიწოდების შესახებ მსჯელობენ.
სირიაში იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით ევროკავშირის ემბარგოს მაისში გადის ვადა. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლორან ფაბიუსის განცხადებით, პარიზი მზად არის ლონდონთან ერთად სირიის ოპოზიციისთვის იარაღის მიწოდება დაიწყოს, მიუხედავად იმისა დაუჭერს თუ არა მხარს ამ ღონისძიებას ევროკავშირი.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დაგმო ევროპის ლიდერთა ეს გეგმები და განაცხადა, რომ სირიელი მეამბოხეების იარაღით მომარაგება საერთაშორისო კანონების დარღვევა იქნება.