სირიის ოპოზიცია აძლიერებს პრეზიდენტ ასადზე ზეწოლას. დღეს აჯანყებულებმა ქალაქ ჰომსის ბაბა ამრის რაიონზე მიიტანეს იერიში. დაახლოებით ერთი წლის წინ გააფთრებული ბრძოლების შემდეგ პრეზიდენტ ასადის ერთგულმა ძალებმა შეძლეს ამ ქალაქიდან მეამბოხეთა განდევნა. მაშინ გამარჯვების აღსანიშნავად ბაბა ამარში ბაშარ ალ-ასადიც კი ჩავიდა.
სირიის აჯანყებულებმა ისლამური რელიგიური საბჭო დაარსეს. ისინი პროვინციის დედაქალაქ რაქაში შავი დროშებით შევიდნენ. სირიის აღმოსავლეთ რაიონებში ინიციატივა ჯაბჰათ ალ-ნუსრას მეომრებმა ჩაიგდეს ხელში, რომლებსაც ალ-ყაიდას მსგავსი იდეოლოგია გააჩნიათ.
უმაღლესმა კომისარმა ანტონიო გუტიერესმა განაცხადა, რომ უკანასკნელ ხანს კიდევ უფრო გაიზარდა სირიიდან ლტოლვილთა ნაკადი. სამოქალაქო ომის გამო სირიას ყოველდღიურად დაახლოებით 8 000 ადამიანი ტოვებს.