თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სირიის პრეზიდენტს ბაშარ ალ-ასადს შეხვდა. თურქეთში ოფიციალური პირების ცნობით, აჰმედ დავუთოღლუ სირიაში დღეს გაემგზავრა, რათა სირიის ლიდერისთვის ანკარის გზავნილი გადაეცა. თურქეთი აცხადეფს, რომ მას ეწურება მოთმინება მისი სირიელი მეზობლის ქცევის გამო. შეხვედრა, მას შედეგ გაიმართა, რაც არაბულმა ქვეყნებმა - საუდის არაბეთმა, ქუვეითმა, კატარმა და ბაჰრეინმა სირიიდან საკუთარი ელჩები გაიწვიეს. პრეზიდენტი ასადის წინააღმდეგ საერთაშორისო ზეწოლა იზრდება, რაც დაკავშირებულია სირიის სამთავრობო ძალების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობასთან.