თურქეთი სირიის საზღვართან ტანკების რაოდენობას ზრდის

ერდოღანი გაეროს უშიშროების საბჭოს უმოქმედობისთვის, „უსამართლო, არაადეკვატური და არაეფექტური მექანიზმებისთვის“ მკაცრად აკრიტიკებს.
პრემიერ-მინისტრი, რეჯებ ტაიპ ერდოღანი სტამბოლში გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ მდგომარეობა სირიაში თანდათან რთულდება. ის გაეროს უშიშროების საბჭოს უმოქმედობისთვის, „უსამართლო, არაადეკვატური და არაეფექტური მექანიზმებისთვის“ მკაცრად აკრიტიკებს.

პარალელურად მშვიდობის საერთაშორისო დესპანი სირიაში, ლახდარ ბრაჰიმი სტამბოლში ჩადის. ვიზიტის მიზანი თურქეთს და სირიას შორის მზარდი დაძაბულობის დაბალანსებაა, რომლის კულმინაცია სირიული სამგზავრო თვითმფრინავის დაკავება გახდა.

როგორც ცნობილია, მოსკოვიდან დამასკოსკენ მიმავალი თვითმფრინავი ანკარამ იმ მოსაზრებით დააკავა, რომ მასზე სამხედრო მოწყობილობები და ამუნიცია ეგულებოდა. სირიის ოფიციალური პირები ბრალდებას უარყოფენ. რუსეთმა, სირიის ერთ-ერთმა მთავარმა მოკავშირემ რუსი მოქალაქეების სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების გამო ახსნა-განმარტება მოითხოვა.

გაეროს საგანგებო დესპანი, ლახდარ ბრაჰიმი თურქეთის ოფიციალურ პირებთან შეხვედრამდე საუდის არაბეთის სახელმწიფო მეთაურს, მეფე აბდულ ბინ აბდულაზიზ ალ-სუდს შეხვდა. მათ სირიაში სისხლისღვრის შეწყვეტის აუცილებლობაზე და მილიონობით სირიელისთვის საჭირო ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების შესახებ ისაუბრეს.