თურქეთი მოსკოვიდან გაფრენილი თვითმფრინავის დაპატიმრების გადაწყვეტილებას იცავს და აცხადებს, რომ თვითმფრინავს სირიაში სამხედრო აღჭურვილობა მიჰქონდა.
თურქეთის პრემიერ მინისტრმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ მოსკოვიდან დამასკოში მიმავალი სამოქალაქო თვითმფრინავით ბაშარ ალ ასადის რეჟიმისთვის სამხედრო აღჭურვილობა და ამუნიცია მიჰქონდათ. ერდოღანს არ დაუსახელებია კონკრეტულად რა ტვირთი იყო თვითმფრინავში და საიდან მიიღო თურქეთმა სადაზვერვო ინფორმაცია ტვირთის შესახებ.
სირიის ოფიციალურმა პირებმა ბრალდება უარყვეს. რუსეთის ხელისუფლებამ კი თურქეთს ახსნა-განმარტება მოსთხოვა და სირიის ავიახაზების სამოქალაქო რეისის მგზავრების სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებაში დაადანაშაულა.
ოთხშაბათს, თურქეთის მოიერიშე თვითმფრინავებმა სირიის ავიახაზების მოსკოვი-დამასკოს რეისი აიძულეს არაგეგმიური დაშვება ანკარაში განეხორციელებინა. ხუთშაბათს, თვითმფრინავს სირიაში ტვირთის გარეშე გაფრენის უფლება მისცეს.