მას შემდეგ, რაც სირიის მხრიდან განხორციელებულ შეტევას თურქეთის 5 მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა, ზუსტად 5 დღის თავზე თურქეთმა სირიის მიმართულებით საზღვრის გასწვრივ საპასუხო საარტილერიო ცეცხლი გახსნა. თურქეთის ტელევიზია „ენ-თი-ვის“ სანიფორმაციო გამოშვება იუწყება, რომ ინციდენტის გამო სირიის მხარეს მსხვერპლი არ არის.
სირიის საზღვართან მდებარე ჰატაის პროვინციაში კვირას ამბოხებულთა დროშა ფრიალებდა. სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაცია იუწყება, რომ ოპოზიციამ შაბათს გვიან ღამით 12-საათიან ბრძოლებში გაიმარჯვა და რეგიონში რამდენიმე რაიონულ ცენტრს აკონტროლებს. დღესვე სირიის მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფმა სამხედრო შენაერთებმა ჩრდილოეთით მდებარე ქალაქებს ალეპოს და ჰომსს შეუტიეს. აქტივისტების ცნობით მთელი ქვეყნის მასშტაბით დღეს დაღუპული 154 ადამიანიდან 47 მშვიდობიანი მოქალაქეა, 62 სამხედრო პირი და 45 ამბოხებული.