სირიის მთავრობა ქიმიურ იარაღს იყენებს

თეთრი სახლი ამერიკელ კანონმდებლებს სირიელი მეამბოხეების დახმარებას სთხოვს
ობამას ადმინისტრაციის განცხადებით, სირიის მთავრობა სავარაუდოდ ქიმიურ იარაღს იყენებს. ადმინისტრაცია მოუწოდებს ამერიკელ კანონმდებლებს გაზარდონ დახმარება სირიელი მეამბოხეებისთვის.

სენატორებისადმი მიწერილ წერილში თეთრი სახლი სადაზვერვო სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ "თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ სიირის რეჟიმმა მცირე დოზებით, მაგრამ მაინც გამოიყენა ქიმიური იარაღი, კერძოდ კი ქიმიური ნივთიერება სარინი."

სენატორებისადმი მიწერილი წერილი მონაკვეთი ჟურნალისტებს აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ჩაკ ჰეგელმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტის დროს გააცნო.