ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელი გმობს სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებას


ქიმიური იარაღის ხმარებას დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს აბრალებენ

ისრაელი სირიის პრეზიდენტ, ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერ ძალებს ამბოხებულთა წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაში დებს ბრალს. ისრაელის სამხედრო დაზვერვის ანალიტიკოსმა, ბრიგადის გენერალმა იტაი ბრუნმა დღეს გამართულ უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა, რომ გამოყენებული იარაღი სავარაუდოდ ნერვულ-პარალიზური მოქმედების მომწამლავ ნივთიერება - ზარინს შეიცავს.

სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებას დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს აბრალებენ. გაერთიანებული ერების ორგანიზაციას ფაქტების გამოძიების მიზნით რეგიონში საკუთარი გუნდის გაგზავნა სურს. თვის დასაწყისში გაეროს გენერალურ მდივან ბან კი-მუნს ექსპერტების ქვეყანაში დაშვების მოთხოვნაზე სირიის ხელისუფლებამ უარი უთხრა. გენერალური მდივნის განცხადებით, მისია მზად არის სირიის მთავრობის ნებართვის შემთხვევაში ქვეყანაში დაუყოვნებლივ გაემგზავროს.
XS
SM
MD
LG