გაეროს გენერალური მდივნის ბან კი მუნის განცხადებით, სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების თაობაზე შექმნილი სამუშაო ჯგუფი მზად არის დაიწყოს გამოძიება და სირიის მთავრობის ნებართვას ელოდება.
ჰააგაში ჟურნალისტებთან საუბრისას ბან კი მუნმა განაცხადა, რომ საერთაშორისო გამომძიებლებს შვედი აკე სელსტრომი ჩაუდგება სათავეში.
მისი თქმით:
“ ჩვენ მოუთმენლად ველით სირიის მთავრობის დასტურს, რათა დაიწყოს გამოძიება ქიმიური იარაღის გამოყენების თაობაზე. ეს სირიელი ხალხის ინტერესებშია, რომელიც ამდენ უბედურებას უძლებს.“
გაეროს გენერალურმა მდივანმა სირიის მთავრობას უცხოელ ექსპერტებთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიების გადადება გაართულებს სამხილის მოპოვებას.
სირიის მთავრობა და ოპოზიაცია ერთმანეთს ადანაშაულებს ქიმიური იარაღის გამოყენებაში.