კრემლის ინფორმაციით სირიელ ამბოხებულებს ამერიკული სტინგერები აქვთ
რუსეთის მაღალი რანგის გენერალმა განაცხადა, რომ სირიელმა მეამბოხეებმა პორტატული ხმელეთი-ჰაერის ტიპის რაკეტა მოიპოვეს, რომლის ანალოგიაც შეერთებულ შტატებს გააჩნია. რუსეთის გენერალური შტაბის უფროსმა გენერალმა ნიკოლაი მაკაროვმა განაცხადა, რომ მსგავსი სისტემა ბევრ ქვეყანას გააჩნია. ამჯერად, რუსეთი ითხოვს, რომ დადგინდეს, თუ საიდან აღმოჩნდა ამბოხებულთა ხელში ამ ტიპის იარაღი. დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ჯესიკა გოლოჰერი არკვევდა.
როგორც საინფორმაციო ამბების სააგენტო „ინტერფაქსი“ იუწყება, გენერალმა მაკაროვმა განაცხადა, რომ „სირიის სამთავრობო ძალების წინააღმდეგ მებრძოლ ამბოხებულებს სხვადასხვა ქვეყნებში წარმოებული პორტატული სარაკეტო გამშვები გააჩნიათ, მათ შორის არის ამერიკული წარმოების სტინგერებიც.“
მაკაროვს არ დაუკონკრეტებია დეტალები, თუ როგორ მოიპოვეს ამბოხებულებმა ეს იარაღი.
ასევე ვაშინგტონში, პენტაგონს ამ განცხადებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. მანამდე, შეერთებულმა შტატებმა უარყო სირიელი ამბოხებულების იარაღით მომარაგების ბრალდება, ასევე ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც სირიელ ამბოხებულებს ამერიკული წარმოების იარაღი გააჩნიათ. მაკაროვის განცხადება, სირიის საკითხზე რუსეთსა და ვაშინგტონს შორის არსებული უთანხმოების ნაწილია. რუსეთმა სამჯერ დაბლოკა გაეროს უშიშროების საბჭოში დასავლეთის ქვეყნების მცდელობა სირიაზე მკაცრი სანქციების დაწესებს შესახებ. მოსკოვი აცხადებს, რომ სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადსა და ოპოზიციას შორის დიალოგის დაწყება უმნიშვნელოვანესია მშვიდობის პროცესისთვის.
დასავლეთის რამდენიმე ქვეყანა სირიელ ამბოხებულებს არალეთალური მასალებით უწევს დახმარებას. რუსეთი კი სირიის მთავრობის გრძელვადიან პარტნიორად და იარაღის მიმწოდებლად ითვლება. თუმცა, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ამბობს,რომ რუსეთის მიერ მიწოდებული იარაღი სამოქალაქო კონფლიქტში არ არის გამოყენებული. გასულ კვირას, ლუქსემბურგში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უარყო „ჰუმან რაითს ვოჩის“ ბრალდება, რომლის თანახმადაც, რუსეთი სირიის მთავრობას კლასტერულ ბომბებს აწვდის.
ლავროვის განცხადებით, რეგიონში უამრავი იარაღია თავმოყრილი, სირიის და სხვა ქვეყნების ჩათვლით. გასულ წელს, რუსეთმა სირიას მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი მიყიდა. ამავდროულად, მოსკოვი მხარს არ უჭერს გაეროს მიერ სირისითვის იარაღზე ემბარგოს დაწესებას და აცხადებვს, რომ ეს ამბოხებულებს გაუხსნის გზას იარაღის არალეგალურად მოპოვებისთვის.