ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ასადის არმია შეტევაზე გადავიდა


სირიის ავიაციამ იერიში მიიტანა ალეპოს გარეუბნებში გამაგრებულ ამბოხებულთა ძალებზე

სირიის სამთავრობო არმია ამბოხებულებზე შეტევებს აძლიერებს.

ოპოზიციური ორგანიზაციის - სირიის ადამიანის უფლებების დაცვის ცენტრის განცხადებით, სირიის ავიაციამ იერიში მიიტანა ალეპოს გარეუბნებში გამაგრებულ ამბოხებულთა ძალებზე. სამთავრობო არმია, ასევე, შეტევაზე გადავიდა ქვეყნის რამდენიმე ნაწილში.

ადამიანის უფლებების დაცვის ცენტრის განცხადებით, ალეპოში ბრძოლების შედეგად სულ ცოტა ერთი ამბოხებული მებრძოლი დაიღუპა. სააგენტო „ფრანს-პრესი“ კი დამასკოსთან ორი ამბოხებულის დაღუპვის შესახებ იუწყება. დღეს, ბრძოლები მიმდინარეობდა სამხრეთ სირიაშიც, დეირ ეზორის და დარაას პროვინციებში.
XS
SM
MD
LG