ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა სირიაში არა-საფრენ ზონას განიხილავს


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია

თურქეთ-სირიის საზღვარზე სირიის სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის პარალელურად, ამერიკის შეერთებული შტატების განცხადებით, მეზობელ სახელმწიფოსთან სირიის დამოკიდებულება რეგიონში კონფლიქტის გაღვივების რისკს ბადებს.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანმა ვიქტორია ნულანდმა ცოტა ხნის წინ განაცხადა:

„თურქეთი თანმიმდევრულად იქცევა და ანკარა ადექვატურად პასუხობს ნებისმიერ ინციდენტს, რომელიც საზღვარზე ხორციელდება. თუმცა ეს სიტუაცია ძალიან საშიშია, და გვახსენებს იმ მდგომარეობას, რომელზეც ჩვენ უკვე დიდი ხანია ვსაუბრობდით და რეგიონალური კონფლიქტის გაჩაღების შესახებ ვაკეთებდით განცხადებებს.“

ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტის ანალიტიკოსის სტივ ჰეიდემანის განცხადებით, თურქეთის საპასუხო რეაქცია სირიის იერიშებზე უფრო მეტს გულისხმობს, ვიდრე საზღვრის უსაფრთხოების დაცვა.

ჰეიდემანის განცხადებით, ანკარას რეაქცია აშკარა ძალისხმევაა სიტუაცია შეცვალოს და უფრო მეტი ზეწოლა მიიტანოს არამარტო ასადის მთავრობაზე, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობას შეახსენოს, თუ რა საფრთხეების წინაშე დადგება თანამეგობრობა კონფლიქტის გაფართოებით და თუ რატომ უნდა გაკეთდეს იმაზე მეტი, ვიდრე ახლა კეთდება უცხოური მხარეების მიერ.
თურქეთში ამ ეტაპზე უკვე 100,000 სირიელი ლტოლვილი იმყოფება. ამ კონტექსტში, ვაშინგტონტონი სირიის ჩრდილოეთში, იქ სადაც ასადის ოპონენტებ არიან გამაგრებული, არა-საფრენი ზონის გამოცხადების გადაწყვეტილების განიხილავს.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი აცხადებს: „ჩვენ პარტნიორებთან კავშირში ვავლენთ, თუ როგორ, რა, რატომ და ზუსტად რა ელემენტების გამოყენებით უნდა ვიმოქმედოთ, მათ შორის განვიხილავთ არა-საფრენი ზონის გამოცხადებას, თუმცა ჯერ არანაირი გადაწყვეტილება ამ მიმართულებით მიღებული არ არის.“

სტივ ჰეიდემანი ამბობს, რომ ბაშარ-ალ ასადი ამ ეტაპზე აცნობიერებს, რომ არა-საფრენი ზონა მის ოპონენტებს განსაკუთრებულ უპირატესობას მიანიჭებს.

ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტის ანალიტიკოსის თქმით, სირიელები თურქეთის საზღვარზე კონფლიქტის ესკალაციას ასადის მთავრობის კიდევ ერთ მცდელობად განიხილავენ - არავის მიეცეს საშუალება თურქული სამხედრო ძალების სიძლიერით დაშინდნენ, არ დაფრთხნენ ნატოს დახმარების საფრთხით, - ამბობს ის და დასძენს, რომ ასადის მთავრობა გააქტიურებულია და უფრო მეტად თავდაჯერებულია გარეშე დახმარებით მაშინ, როდესაც მეამბოხეების ხელშეწყობა საკმაოდ შეზღუდულია.

ოფიციალური დამასკო ასევე გრძნობს საერთაშორისო თანამეგობრობის გაორებას სირიის ოპოზიციის დახმარებასთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ, ასადის ძალები თავს უპირატეს პოზიციაში აყენებენ და იმედმოცემულები არიან.

ლიბანის ჰეზბოლას დაჯგუფება კი აცხადებს, რომ სირიაში მეომრებს არ გზავნის. მიუხედავად ასეთი განცხადებისა, ამერიკა შეშფოთებულია, რომ სირიაში ირანისა და ჰეზბოლას გავლენა იზრდება. ამ შეშფოთებას ამერიკა რუსეთს უზიარებს.

„ჩვენი ხედვით, ის რაც ასადის ხელისუფლების პირობებში ხდება, როცა სახეზე ექსრემისტების ჩარევის მცდელობა გვაქვს, ეს სიტუაცია კიდევ უფრო მეტ დაძაბულობის შანსს ბადებს საზღვრებზე და მათ მიღმა," - ამბობს ნულანდი.

მისივე თქმით, ამერიკა მჭიდროდ მუშაობს იმ მოკავშირეებთან, რომლებიც იარაღით ამარაგებს სირიელ მეამბოხეებს, რათა იარაღი და სამხედრო აღჭურვილობა მეამბოხეთა რიგებში მყოფი ექსტრემისტების ხელში არ აღმოჩნდეს.
XS
SM
MD
LG