ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრაჰიმი სირიაში იმყოფება


გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საგანგებო დესპანი, ლახდარ ბრაჰიმი სირიაშია

კვირას, დამასკოს ცენტრალურ უბანში მომხდარ აფეთქებას 13 ადამიანი შეეწირა. სირიის დედაქალაქში ქრისტიანებით დასახლებულ ერთ-ერთ უძველეს გარეუბანში მანქანა აფეთქდა. პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ტერორისტულ აქტში 29 ადამიანი დაშავდა. პასუხისმგებლობა აფეთქებაზე ჯერჯერობით არავის არ აუღია.

ქვეყანაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საგანგებო დესპანი, ლახდარ ბრაჰიმი იმყოფება. დამასკოში სირიის პრეზიდენტ, ბაშარ ალ-ასადთან მისი შეხვედრა დახურულ კარს მიღმა წარიმართა. საუბრის დეტალები არ ხმაურდება, თუმცა, ცნობილია, რომ შეხვედრა ცეცხლის შეწყვეტის ახალ ინიციატივას შეეხებოდა, რომელიც 26 ოქტომბერს, მუსლიმთა ერთ-ერთ მთავარ 4-დღიან დღესასწაულზე უნდა დაიწყოს.

ბრაჰიმის განცხადებით, სირიული ჯგუფებისგან მან „ვალდებულებების“ ნაცვლად მხოლოდ „დაპირებები“ მიიღო. სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „სანა“ ერთი ზოგადი ხასიათის განცხადებით შემოიფარგლა, რომელშიც ნათქვამია, რომ სირია საერთაშორისო მედიატორის მცდელობას მხარს უჭერს და ყურად იღებს რჩევას ისეთი გამოსავლის შესახებ, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტს პატივს სცემს.
XS
SM
MD
LG