ბრძოლა საჰაერო ბაზისთვის

ქალაქ ალეპოსთან მდებარე სამხედრო ობიექტზე თავდასხმა მეამბოხეებმა პარასკევს წამოიწყეს
სირიელ მეამბოხეებსა და სამთავრობო ძალებს შორის სამხედრო საჰაერო ბაზის კონტროლის მოსაპოვებლად დაძაბული ბრძოლები გაიმართა. ქალაქ ალეპოსთან მდებარე სამხედრო ობიექტზე თავდასხმა მეამბოხეებმა პარასკევს წამოიწყეს, თუმცა რამდენად მოახერხეს მისი აღება-ამის შესახებ წინააღმდეგობრივი ინფორმაცია ვრცელდება.

ამას გარდა, ბრძოლები მიმდინარეობდა სირიის სხვადასხვა რეგიონში. როგორც სირიის ადამიანის უფლებების მონიტორინგის ჯგუფი აცხადებს, დარაას პროვინციის გამშვებ პუნქტზე შეტევის დროს დაიღუპა 6 მეამბოხე და ასადის მხარდამჭერი არმიის 14 ჯარისკაცი.