პარასკევს თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, რეჯებ ტაიპ ერდოღანმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა სირიაში ომის დაწყებასთან საკმაოდ ახლოსაა. განცხადება რამდენიმე დღის წინ სირიის მხრიდან დაწყებულ შეტევას მოჰყვა, რომლის გამო თურქეთის 5 მოქალაქე დაიღუპა. თურქეთის ოფიციალური პირები ღიად აცხადებენ, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ სირიის ქმედება არასაკმარისი სიმკაცრით დაგმო.
ანკარამ გაეროს ქმედითი და ეფექტური ღონისძიებების გატარება საზღვართან მცხოვრები თურქი მოქალაქეების დაღუპვისთანავე მოსთხოვა. მაგრამ, თურქი ოფიციალური პირების შეფასებით, მათ უშიშროების საბჭოდან სასურველი პასუხი ვერ მიიღეს. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, სელჩუკ უნალმა ღიად განაცხადა:
„სიტუაცია თურქეთ-სირიის საზღვართან საკმაოდ სერიოზულია და ვფიქრობ, ის, ვინც ჩვენს მდგომარეობაში შედის, უფრო მკაცრ ტონს ამჯობინებდა.“
ინციდენტის შემდეგ, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ელჩები საგანგებო შეხვედრაზე შეიკრიბნენ. საერთო გადაწყვეტილებით ნატოს ქარტიის მე-5 მუხლის ამოქმედება არ მოხდა, რომელიც ალიანსის წევრ ქვეყნებს თურქეთის დაცვას აიძულებდა. ანალიტიკოსების აზრით, ქმედითი საერთაშორისო ზომების არმიღების პირობებში თურქეთი იზოლაციის საფრთხის წინაშე დგება. სინან ულგენი, სტამბოლში მდებარე კვლევითი ინსტიტუტიდან „ედამი“, ამბობს, რომ ანკარა გრძელვადიან თამაშში ერთვება.
„თუკი კონფლიქტის შემდგომი ესკალაცია მოხდა, თურქეთს მოკავშირეებისგან მეტი მხარდაჭერა დასჭირდება. სავარაუდოდ, კონსულტაციები უკვე დაიწყო და მომავალი მოთხოვნებიც გათვალისწინებული იქნება. თურქეთს ცალმხრივი ქმედების არავითარი სურვილი არ გააჩნია,“ - აღნიშნავს ის.
თურქეთის პარლამენტმა სირიის კონფლიქტში ინტერვენციის გადაწყვეტილება უკვე დაამტკიცა. თურქული ტანკები სირიის საზღვარს მიუახლოვდნენ. იმ სასაზღვრო რეგიონში, სადაც სირიელთა შეტევა განხორციელდა, თურქული შენაერთების მოძრაობა გახშირდა. საბრძოლო ხომალდები დაიტვითა მარაგით, რომელზეც „საომარი ტვირთი“ წერია და ისინი ხმელთაშუა ზღვისკენ გაემართნენ. პრემიერი ერდოღანის თქმით, როდესაც კონფლიქტის საშიშროება იზრდება, ომისთვის მზადება მშვიდობის საუკეთესო გარანტიაა. მისი მტკიცებით, აღნიშნული ნაბიჯები ომის გამოცხადებას მაინც არ ნიშნავს და არც იმაზე მიუთითებს, რომ თურქეთს საერთოდ კონფლიქტში ჩართვა სურს. „სირიასთან ომის დაწყება არ არის ჩვენი მიზანი,“ - ამბობს ის, თუმცა იმასაც დასძენს: „ვერცერთმა ქვეყანამ ვერ უნდა გაბედოს ჩვენი სიმტკიცის და გამბედაობის გამოცდა.“
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, იმის მიუხედავად, რომ პარლამენტის გადაწყვეტილება მიზნად მხოლოდ დამასკოს მომავალი შეტევების აღკვეთას ისახავს, ის არ უნდა განიხილებოდეს, როგორც ცარიელი სიტყვა.
„საჭიროების შემთხვევაში პარლამენტმა ლეგალური ნიადაგი მოამზადა იმისთვის, რომ სიტუაციის მიხედვით სწრაფად ვიმოქმედოთ. არავითარ ახალ ესკალაციას და ახალ შეტევას სირიის მხრიდან აღარ დავუშვებთ. არამარტო იმიტომ, რომ თურქეთის მოქალაქეები დაიღუპნენ, არამედ იმის გამო, რომ ეს ყველაფერი უკვე დიდი ხანია გრძელდება. საკმარისია,“ - განაცხადა სინან ულგენმა, სამინისტროს სპიკერმა.
თურქეთში ანტისაომარი გამოსვლები დაიწყო. ყველაზე დიდი მიტინგი სტამბოლში მოეწყო, სადაც ქალაქის ცენტრში ათასობით ადამიანმა მოიყარა თავი. ანალიტიკოსების აზრით, ანკარას შინ და გარეთ არსებული ოპოზიციის გამო საბოლოო ჯამში ტონის შერბილება მოუწევს. თუმცა, ამის ნიშნები თურქეთის ოფიციალურ განცხადებებში ჯერჯერობით არსად შეინიშნება.