თურქეთის პარლამენტმა ხელისუფლების მოთხოვნა სირიაში სამხედრო ინტერვენციის შესახებ მნიშვნელოვანი დებატების გარეშე დაამტკიცა. ქვეყნის მთავრობამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სირიიდან ოთხშაბათს განხორციელებული საარტილერიო ცეცხლის შეეგად თურქეთში ხუთი ადამიანი დაიღუპა.
საპასუხოდ, იმავე დღეს, თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნა სირიის არმიის პოზიციებს.
თურქთის არმიის ერთ-ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი, ჰალდუნ სოლმაზთურქი ამბობს, რომ საზღვარი სირიასა და თურქეთს შორის ხშირად მკაცრად არ არის აღნიშნული, რის გამოც კონფლიქტი თურქეთის ტერიტორიაზე ადვილად გადადის:
„ის, რასაც ჩვენ საზღვარს ვეძახით, ამ რეგიონში ხშირად მხოლოს მავთულის ღობეა, რომელიც სსოფლებზე გადის. მსგავსი ფაქტების შეიძლება სხვა სასაზღვრო რეგიონებშიც მოხდეს მიუხედავად სირიის მთავრობის მცდელობისა თავიდან აიცილოს მსგავსი შემთხვევები.“
თურქეთის არმიამ სირიის საზღვართან დამატებითი ძალების დისლოცირება მოახდინა. ახალი ნაკადი იმ კონტინგენტს დაემატა, რომლებიც უკვე გაძლიერებულ რეჟიმში ამაგრებდნენ ტურქეთ-სირიის საზღვარს მას შემდეგ, რაც სიტიის ანტი-საჰაერო რაკეტამ თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო.
მიუხედავად ინციდენტებისა, თურქეთში არ არის კონსესუსი ანკარას მიერ სირიაში ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის დაწყებასთან დაკავშირებით. ყველაზე მსხვილმა ოპოზიციურმა სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ ხელისუფლების მოთხოვნას მხარი არ დაუჭირა. საზოგადოებრივი გამოკითხვების თანახმად, არც მოსახლეობა ეთანხმება სირიაში საბრძოლო ოპერაციების დაწყება.
სტამბოლის ბაჰჩესეირის უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ლექტორი ჩენგიზ აქტარი ამბობს, რომ რამდენიმე საზღვარზე მიმდინარე მოვლენებმა რამდენიმე საათის შემდეგ ეკონომიკაზე გავლენა იქონია.
„ამან საკმაოდ ნეგატიურად იმოქმედა უცხოურ ბაზრებზეც. თურქეთი საკმაოდ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში და ნამდვილად აღარ გვსურ ისედაც სუსტ საბიუჯეტო პირობებში ბიუჯეტი კიდევ უფრო შევასუსტოთ.“
თურქეთის მთავრობამ განაცხადა, რომ სირიაში ერთმხრივი სამხედრო მოქმედების წინააღმდეგია. თუმცა, გაეროსა და ნატოში ანკარას ინტერვენციაში მომხრე ქვეყნების მონახვა უჭირს. სირიის მიერ წარმოებული დაბომბვის შემდეგ, თურქეთის მოკავშირეებმა - მათ შორის, ნატოს წევრებმაც, სამხედრო ოპერაციაში ჩართვაზე უარი განაცხადეს, სირიის მოქმედებები დაგმეს და თურქეთს თავშეკავებისკენ მოუწოდეს.
თურქი ანალიტიკოსი, შინან ულგენი ამბობს, რომ ანკარას საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართ იმედები გაუცრუვდა.
„თურქეთი ფიქრობს, რომ ის მარტოა დარჩენილი სირიის კრიზისთან გასამკლავებლად. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა აცხადებს პასუხისმგებლობას დაიცვას სამოქალაქო მოსახლეობა, ამ დაპირების შესასრულებლად მას არაფერი გაუკეთებია.“
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ თურქეთმა შეიძლება ვერ შეძლოს სირიის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის განხორციელება საერთაშორისო დახმარების გარეშე.
მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის არმია გაცილებით დიდი და თანამედროვეა, ის ასევე ებრძვის ქურთ მეაბმოხეებს. გარდა ამისა, ასობით სამხედრო მაღალჩინოსანი პირი ამჟამად თურქეთის ციხეებში იხდის სასჯელს. აგვისტოში დამატებით 300 სამხედო ოფიცერი გასამართლდა, რომლებიც სასამართლომ მთავრობის წინააღმდე შეთქმულები მოწყობაში დაადანაშაულა.
სოლმაზთურქი ამბობს: „სირიასთან ომის დასაწყებად ეს ალბათ ყველაზე ცუდი ვითარება იქნება.“
თურქეთის პრემიერ მინისტრის მოადგილემ, ბესირ არალაიმ განაცხადა, რომ პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილება არ არის ომის გამოცხადება, არამედ ის წარმოადგენს სირიის მიერ აგრესიული მოქმედებების შეკავების ერთ-ერთ მექანიზმს.