როგორც თურქეთიდან „ამერიკის ხმის" კორესპონდენტი, დორიან ჯონსი გვატყობინებს, ოთხშაბათს, თურქეთის ქალაქ აქჩაკალეში ნაღმები აფეთქდა. ოფიციალური ანკარას რეაქციამ არ დააყოვნა და მან ბრალი სირიის ძალებს დასდო. თურქეთის პრემიერ მინისტრის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებში ნათქვამი იყო, რომ თურქმა სამხედროებმა საპასუხო რეაქცია გააკეთეს და სირიაში ის საეჭვო ობიექტები დაბომბეს, საიდანაც ეს საზარელი თავდასხმა განხორციელდა.
თურქეთის პრემიერ მინისტრის ადმინისტრაციამ საპასუხო რეაქცია საერთაშორისო კანონმდებლობით გაამართლა.
გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი მუნმა სირიის კონფლიქტის მზარდი ესკალაციის შესახებ გაფრთხილება გააკეთა. ნიუ იორკში, გენერლაურმა მდივანმა თქვა, რომ სირიის მთავრობამ მეზობლების ტერიტორიული მთლიანობა უნდა დაიცვას და პატივის სცეს მას, ისევე როგორც უნდა შეწყვიტოს ძალადობა სირიელი ხალხის წინააღმდეგ.
ვაშინგტონში, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა სიტუაციას ძალიან საშიში უწოდა.
„ჩვენ შეძრწუნებული ვართ სირიელების მიერ საზღვრის დარღვევით. ჩვენ ძალიან ვწუხვართ თურქულ მხარეს მშვიდობიანი ადამიანების დაღუპვით.“
კლინტონის განცხადებით, ყველა პასუხისმგებელი ერი ერთად უნდა შეიკრას რათა სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი დაარწმუნოს რათა მან სისხლისღვრა შეწყვიტოს, დაასრულოს საკუთარ ხალხზე თავდასხმები და დაიწყოს პოლიტიკური ტრანზიციის პროცესი.
ამ ფონზე, ცნობილია, რომ თურქეთი აძლიერებს დიპლომატიურ ძალისხმევას საერთაშორისო მხარდაჭერის მისაღებად. საგარეო საქმეთა მინისტრი, აჰმად დავუთოღლუ უკვე ტელეფონით ესაუბრა გაეროსა და ნატოს გენერალურ მდივნებს. ანკარა სირიაში საერთაშორისო ძალების ინტერვენციას ითხოვს ჯერ კიდევ მას შემდეგ, რაც ივნისში დამასკომ თურქული თვითმფრინავი ჩამოაგდო.
ნატო მაშინ ამ მოწოდებებს გამოეხმაურა, თუმცა სირიის უკანასკნელი თავდასხმის შემდეგ, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ანკარა სავარაუდოდ გაზრდის ზეწოლას ალიანსზე და მას მოქმედებას მოთხოვს.
ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის განცადებით, ცოტა ხნის წინ გამოიცა განცხადება, სადაც თურქეთში სირიის თავდასხმა დაგმობილია.
იმ კონტექსტში, როცა სირიაში დაპირისპირება მძვინვარებს და ახლა უკვე შეტაკებები თურქეთის საზღვრის გასწვრივაც ხდება, ანკარა აცხადებს, რომ სირიის წინააღმდეგ ცალმხრივ ნაბიჯებს არ გადადგამს. თუმცა ბოლო ინფორმაციით, თურქეთის პარლამენტმა დაამტკიცა სამხედრო ოპერაციების უცხოეთის ქვეყნებში გატარების გეგმა. როგორც პრემიერ მინისტრის აპარატიდან დამატებითი ინოფრმაციით ხდება ნათელი, სამხედრო ოპერაციების ერთ წლიანი საკანონმდებლო თანახმობა ომის გამოცხადებას არ ნიშნაავს, არამედ სირიის აგრესიული ქმედებების შემკავებელი მექანიზმია.