ობამა: ქიმიური იარაღის გამოყენება დაუშვებელია

არსებობს გარკვეული მტკიცებულებები რომლების სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებაზე მიუთითებს
პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადებით, მსოფლიო ქიმიური იარაღის გამოყენებაზე თვალებს ვერ დახუჭავს. საერთაშორისო თანამეგობრობამ მსგავსი პრეცედენტი არ უნდა დაუშვას და უნდა გამოიძიოს ხელთ არსებული ყველა ფაქტი, აცხადებს ობამა.

ამის თაობაზე აშშ-ის პრეზიდენტმა იორდანიის მეფე აბდულსთან შეხვედრამდე ისაუბრა. მან ასევე დასძინა, რომ ამერიკას გააჩნია რამდენიმე ფაქტი, რომელზეც თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას რომ სირიის მთავრობამ ქიმიური იარაღი გამოიყენა.

აშშ-ი განაგრძობს ინტენსიურ გამოძიებას, აწარმოებს კონსულტაციებს პარტნიორებთან და გაეროსთან რათა მოხდეს მყისიერი და ეფექტური რეაგირება მომხდარზე.