ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის დევიდ კამერონის განცხადებით, სირიის მთავრობის მიერ მეამბოხეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ ახალი სამხილები გაჩნდა.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, სირიაში სიტუაცია უარესდება და ომის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. სირიის რეჟიმმა გადაკვეთა წითელი ხაზი, რაზეც საერთაშორისო საზოგადოებამ რეაქცია უნდა მოახდინოს.
ხუთშაბათს თეთრმა სახლმა დაადასტურა ამერიკის დაზვერვის ინფორმაცია, აჯანყებულთა წინააღმდეგ სირიის მთავრობის მიერ ზარინის გაზის გამოყენების შესახებ. თუმცა ამ თემაზე ინფორმაციის ნაკლებობა ვაშინგტონს ხელს უშლის ბაშარ ასადის რეჟიმის მიმართ პოლიტიკა რადიკალურად შეცვალოს.
ამერიკელი კანონმდებლების ნაწილი სირიის სამოქალაქო ომში შეერთებული შტატების სამხედრო ჩარევას მოითხოვს.