სირიის მთავრობა გაეროს მოლაპარაკებაში მონაწილეობას დათანხმდა

Mideast Syria UN

სირიის მთავრობა აცხადებს, რომ მონაწილეობას მიიღებს მოლაპარაკების პროცესში, რომელიც გაერომ ჟენევაში იანვრისთვის დანიშნა.

ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ სირია მოლაპარაკებაზე დელეგაციას გაგზავნის. თუმცა, ამასთან დასძინა, რომ პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის მთავრობა ძალაუფლების გადაბარებას არ აპირებს.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა შეხვედრის შესახებ განცხადება კვირის დასაწყისში გააკეთა. მისი მიზანი გარდამავალი მთავრობის შექმნაა, რომელიც სირიას სამოქალაქო ომის დასრულებაში დაეხმარება. 2011 წლის მარტში დაწყებული კონფლიქტის შედეგად დღემდე 100 ათასზე მეტი ადამიანია დაღუპული.

ამ ეტაპზე ცნობილი არ არის კიდევ ვინ მიიღებს მოპალარაკებაში მონაწილეობას.