ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის თავისუფალი არმიის მეთაურის განცხადება


სირიის თავისუფალი არმია ჟენევის მოლაპარაკებების დროს ან მის შემდეგ არ შეწყვეტს საბრძოლო მოქმედებებს

ამბოხებულთა სირიის თავისუფალი არმიის მეთაური ამბობს, რომ მონაწილეობას არ მიიღებს ჟენევაში იანვრისთვის დაგეგმილ სამშვიდობო კონფერენციაში და მიუხედავად ყველაფრისა, გააგრძელებს ბრძოლას პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის დასამხობად.

გენერალმა სალიმ იდრისმა დღეს „ალ-ჯაზირას“ ტელევიზიას უთხრა, რომ „არ არის შესაბამისი პირობები ჟენევა-2 მოლაპარაკებების საწარმოებლად“ და სირიის თავისუფალი არმია ჟენევის მოლაპარაკებების დროს ან მის შემდეგ არ შეწყვეტს საბრძოლო მოქმედებებს.

დევნილობაში მყოფმა, ქვეყნის მთავარმა ოპოზიციურმა დაჯგუფებამ, სირიის ეროვნულმა კოალიციამ განაცხადა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია მოლაპარაკებებზე დასწრების თაობაზე, თუმცა კიდევ ერთხელ დაჟინებით მოითხოვა, რომ ქვეყნის პოლიტიკურ მომავალში ასადის როლი აღარ უნდა იყოს.
XS
SM
MD
LG