რუსეთი სირიას გაეროს ინსპექტორებთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს
რუსეთი მოკავშირე სირიას მოუწოდებს გაეროს ინსპექტორებთან ითანამშრომლოს და მათ საშუალება მისცეს დამასკოში, ბაშარ ალ-ასადის მომხრეების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებაზე არსებული ბრალდებები გამოიკვლიონ.
დღეს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსი და ამერიკელი საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ სირიის ოპოზიციის ბრალდებები ობიექტურად უნდა იქნას გმაოძიებული. სერგეი ლავროვმა, ჯონ კერისთან სატელეფონო საუბარში, განაცხადა, რომ ბაშარ ალ-ასადთან დაპირისპირებულმა მებრძოლებმა გაეროს ინსპექორები უსაფრთხო დერეფნით უნდა უზრუნველყონ.
გაეროს გენერალური მდივანი ბან კი-მუნი ამბობს, რომ თუ სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენება დადგინდა, ეს ფაქტი „ადამიანების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან“ უნდა გათანაბრდეს.