თეთრი სახლის ადმინისტრაცია გაეროს თხოვნით მიმართავს გამოიძიონ სირიის ხელისუფლების მიმართ ბრალდებების სამართლიანობა მათ მიერ მშვიდობიან მოსახლეობაზე ქიმიური იარაღის გამოყენების თაობაზე. ამერიკის ხმის კორესპონდენტი კენ კლეინი თეთრი სახლიდან იუწყება იმასაც, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მაღალჩინოსნები უშიშროების საბჭოს მოწვევასაც ითხოვენ.
ოთხშაბათს, გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვამდე ცოტა ხნით ადრე თეთრი სახლის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ისინი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ ქიმიური იარაღის გამოყენების გამო.
ოპოზიციურმა აქტივისტებმა განაცხადეს, რომ ბაშარ ალ-ასადის მთავრობამ ტოქსიკური აირი გამოიყენა, რამაც ასი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია. თუმცა, სირიის ხელისუფლება ამ ბრალდებას უარყოფს.
თეთრი სახლის პრეს სპიკერმა ჯოშ ერნესტმა განაცხადა, რომ თეთრ სახლს ამ ინფორმაციის დადასტურება არ შეუძლია. ამის გამო, მისი განცხადებით კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ასადის ხელისუფლებამ გაეროს ინსპექტორებს ნება დაართოს ის ადგილი გამოიკვლიონ, სადაც თავდასხმა განხორციელდა.
ჯოშ ერნესტი: არსებობს საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც ამ დროისთვის სირიაში იმყოფება, და თეთრი სახლი იმედოვნებს, რომ ასადის რეჟიმი თავის დანაპირებს შეასრულებს, თავადაც უნდა იყვნენ დაინტერესებული სანდო გამოძიებით, რადგან მონაცემებში ჩანს, რომ ქიმიური იარაღის გამოყენება მოხდა. ასე რომ დრო მოვიდა, რომ ასადის რეჟიმმა ამ საკითხთან დაკავშირებული რიტორიკა დაასრულოს.
ერნესტმა უარყო ჟურნალისტების მტკიცება, რომ ასადის რეჟიმზე საერთაშორისო ზეწოლამ შედეგი არ გამოიღო. თუმცა მან ასევე აღიარა, რომ ამან ძალადობის შეჩერება ვერ შეძლო.
ჯოშ ერნესტი: არსებობს მტკიცებულებები და სიმპტომები იმის, რომ ასადის რეჟიმზე საერთაშორისო ზეწოლა მოქმედებს, თუმცა ის შედეგი მართლა არ მოუტანია, რის მოლოდინიც იყო, კერძოდ კი - ასადის წასვლა.
ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტის უფროსი მრჩეველი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში სტივენ ჰეიდემენი ამბობს, რომ თუკი ამგვარ თავდასხმას მართლაც ჰქონდა ადგილი, ეს იმას ნიშნავს, რომ სირიის ხელისუფლებას საერთაშორისო რეაქცია საერთოდ არ ანაღვლებს.
სტივენ ჰეიდემენი: ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაცია იმაზე მიანიშნებს, რომ ასადის ხელისუფლებას არც გაეროს საგამოძიებო ჯგუფის ყოფნა აინტერესებს სირიაში და არც, მსოფლიოს ნეგატიური რეაქცია მსგავსი იარაღის გამოყენების თაობაზე. ის მაინც მიმართულია იქეთ, რომ ეს იარაღი გამოცადოს, მიუხედავად იმისა, რომ იცის, თუ ეს ფაქტი რამხელა საერთაშორისო კრიტიკას დაიმსახურებს.
ქიმიური იარაღის გამოყენების ინფორმაციის გავრცელების შემდეგ თეთრ სახლს არ გაუკეთებია განცხადება ახალი ინიციატივების შესახებ. ჰეიდემენი აცხადებს, რომ ის ობამას ადმინისტრაციის პოლიტიკის სწრაფ ცვლილებას მაინც არ მოელის.
სტივენ ჰეიდემენი: ეს იმას ნიშნავს , რომ თეთრი სახლი არ არის მზად რომ ეს ფაქტი რეჟიმის შესაცვლელ ვარიანტად განიხილოს . ყოველ შემთხვევაში ამ მომენტში მაინც.
ამ წლის დასაწყისში პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ მზად არის სირიის ოპოზიციას სამხედრო იარაღით დაეხმაროს. ამის გამო კონგრესმა შეშფოთება გამოთქვა, რომ არსებობდა საშიშროება იარაღი ამერიკის მიმართ მტრულად განწყობილ დაჯგუფებებს ჩავარდნოდათ ხელში. ამის გამო ოპოზიციის იარაღით დახმარების საკითხი ისევ გადაუწყვეტელია.