საფრანგეთი თვლის, რომ თუ სირიის მთავრობის მიერ დამასკოში ქიმიური იარაღის გამოყენება დადასტურდა, საერთაშორისო საზოგადოებამ ამ ფაქტს უნდა უპასუხოს.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორენ ფაბიუსმა ასევე დასძინა, რომ ამ მისიისთვის სახმელეთო ჯარის გამოყენება გამოირიცხა.
თურქეთის საგაერო საქმეთა მინისტრმა აჰმად დავეთოღლუმაც საერთაშორისო საზოგადოებას საპასუხო ქმედებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ სირიაში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებით, წითელი ხაზი გადაიკვეთა.
აქტივისტები აცხადებენ, რომ ხუთშაბათს სამთავრობო ჯარებმა აღმოსავლეთ გოუთას ტერიტორიაზე საჰაერო იერიში მიიტანეს. ეს ის ადგილია, სადაც გუშინ ქიმიური იარაღი იქნა გამოყენებული.
ოთხშაბათს სირიაში შემქნილი სიტუაციის შესახებ გაეროს უსაფრთხოების საბჭოზეც იმსჯელეს. გაეროს გენერალური მდივნის მოადგილის იან ელიასონის განცხადებით,გაეროს ინსპექტორები სირიაში არიან და აღნიშნულ ადგილზე შესვლას აპირებენ:
„იმედი გვაქვს, რომ მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას და ინსპექტორებს ტერიტორიაზე შესვლის საშუალებას მისცემს. მსგავსი უსაფრთხო სიტუაციის დროს ეს სავალდებულოცაა. თუმცა მდგომარეობა ძალზე დრამატულია .“
ელიასონის განცხადებით, გაეროს წარმომადგენლები სირიის მთავრობასთან მუდმივ კონტაქტში არიან , რათა ტერიტორიაზე შესვლა უზრუნველყონ. თუმცა ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ დასტურდება.